FullTilt Classic - ლეგენდარული რუმის ახალი ტურნირების სერია
პოკერის მოთამაშეები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 2015 წლის WCOOP-ის - იგივე ონლაინ პოკერის ჩემპიონატის სათამაშოდ ემზადებიან, რომლის სხვადასხვა ივენთების მთლიანი გარანტირებული საპრიზო ფონდი $45 მილიონ დოლარს აჭარბებს. ტურნირების სერია 'პოკერსტარსზე' გაიმართება, 6 სექტემბრიდან 27 სექტემბრამდე. მართალია WCOOP უამრავ პროფესიონალ, მოყვარულ და ონლაინ გრაინდერს იზიდავს, მაგრამ მოთამაშეებს კიდევ ერთი სიახლე ელოდებათ - FullTiltPoker-ის ტურნირების ახალი სერია.
FullTilt Classic სტარტს 11 სექტემბერს აიღებს და 20 სექტემბერს დასრულდება. მასში გაერთიანებული იქნება 20 ივენთი, რომლებიც თავის მხრივ პოკერის სხვადასხვა სახეობებსა და განსხვავებულ ბაი ინებს გვთავაზობენ. გარდა 20 ძირითადი ტურნირისა, რომელთა გარანტირებული საპრიზო ფონდი $270.000 დოლარს შეადგენს, იგეგმება 40-მდე საიდ ივენთი. ტურნირების სერიის მთავარი მოვლენა FullTilt Classic Main Event-ია, რომლის ბაი ინი მხოლოდ $100 დოლარს, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი $75.000 დოლარს შეადგენს.
განსაკუთრებული მიმზიდველობა, რაც FullTilt Classic-ს 'პოკერსტარსის' WCOOP-ისგან გამოარჩევს, არის ბაი ინების მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა. სხვადასხვა ივენთებისთვის შესატანი $10 დოლარიდან იწყება და $100 დოლარამდე მერყეობს, რაც უამრავ დამწყებ და მოყვარულ მოთამაშეს მისცემს დიდ ტურნირში გამოცდილების მიღებისა და დიდი საპრიზო ფონდისთვის თამაშის საშუალებას. გარდა ამისა, 'ფულ ტილტი' ძირითად ტურნირებზე მოსახვედრ სატელიტებსა და ფრიროლებსაც გვთავაზობს.
'ფულ ტილტ პოკერის' დირექტორის, დომინიკ მანსურის განცხადებით, ტურნირების სერია, რომელიც სხვადასხვა თამაშსა და დაბალ ბაი ინს გვთავაზობს, ნებისმიერი კატეგორიის მოთამაშეებზე იქნება მორგებული. გარდა ტრადიციული თამაშებისა, როგორებიცაა ულიმიტო ჰოლდემი, პოტ-ლიმიტ ომაჰა და ა.შ. 'ფულ ტილტი' მომხმარებელს სთავაზობს რაზის, 10-გეიმის, 25-გეიმის, ომაჰა ჰაი ლოუსა და 6-ქარდ ომაჰას ივენთებს. მოთამაშეებს საშუალება ექნებათ მათი გემოვნებისა და კომფორტის მიხედვით აირჩიონ 4-მაქს, 6-მაქს და ფულ რინგ მაგიდები.