საჩუქარი პოკერის მოყვარულებს დომინიკ ნიცშესგან
რამდენიმე დღის წინ, 888Poker-ის წარმომადგენელმა და პოკერის სუპერვარსკვლავმა, დომინიკ ნიცშემ, 2015 წლის World Series Of Poker Europe-ის მეინ ივენთზე ადგილი გაინაღდა. წლევანდელი WSOPE ბერლინში ჩატარდება, Spielbank Berlin Casino-ში. ტურნირი სტარტს 18 ოქტომბერს აიღებს.
ბერლინი პირველად იქნება მსგავსი მასშტაბური ღონისძიების მასპინძელი. WSOPE, €10.450 ევროიანი მეინ ივენთის გარდა, კიდევ რამდენიმე საიდ ივენთს სთავაზობს პოკერის მოყვარულებს, მათ შორის €550 ევროიან Oktoberfest-ს, რომელზეც სხვა ივენთების მსგავსად, გამარჯვებულს WSOP-ის ოქროს სამაჯური გადაეცემა.
ნიცშეს თაყვანისმცემლებსა და პოკერ-რუმის მომხმარებლებს, 888Poker, არამხოლოდ Oktoberfest-ზე ადგილის მოგების, არამედ თავად ნიცშეს მოგებული თანხის 5%-ის მიღების საშუალებას აძლევს. მეინ ივენთზე მოხვედრის შემდეგ, დომინიკ ნიცშემ, თავისი თავყანისმცემლებისა და 'ტვიტერის' ფოლოუერებისთვის მესიჯი გამოაქვეყნა, სადაც ახსნილია თუ როგორ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ აქციაში:
888Poker ატარებს $11 დოლარიან Dominik Nitsche Berlin Bounty ტურნირებს, რომლის პირველი ივენთი უკვე გაიმართა 15 სექტემბერს. შემდეგი ორი ივენთი 22 და 29 სექტემბერს ჩატარდება. თითოეული ტურნირის გამარჯვებული, ბერლინში დაგეგმილ €550 ევროიან Oktoberfest-ზე მოხვდება. კიდევ უფრო მეტი ხალისისთვის, სატელიტებში დომინიკ ნიცშეც ღებულობს მონაწილეობას და მოთამაშე, რომელიც ტურნირიდან მას გამოთიშავს დამატებით $88 დოლარს მიიღებს. მოთამაშეები, რომლებიც ტურნირების ათეულებში მოხვდებიან, ითამაშებენ სპეციალურ Dominik Nitsche Main Event Qualifier-ს. ტურნირი 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი და მასში გამარჯვებული, ნიცშეს მიერ მეინ ივენთზე მოგებული ნებისმიერი თანხის 5%-ის მფლობელი გახდება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიღაცას ძალიან გაუმართლებს და ცხოვრების უდიდესი ფრიროლი ექნება, რადგან The Handon Mob-ის მიხედვით, დომინიკ ნიცშეს კარიერის განმავლობაში უკვე $5.000.000 დოლარზე მეტი აქვს დაგროვებული და ევროპის მეინ ივენთზე, მისგან ყველა დიდ მოგებას ელოდება. 2013 წლის WSOPE-ის მეინ ივენთზე, გერმანელმა პროფესიონალმა მესამე ადგილისთვის €400.000 ევრო მიიღო. ეს აქცია რომ ორი წლის წინ ჩატარებულიყო, რომელიმე იღბლიანი მოთამაშე €20.000 ევროს მიიღებდა.