ჯონათან დუჰამელის საუკეთესო წელი

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯონათან დუჰამელმა ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის სტატუსი დაიმკვიდრა. მისი სახელი, პოკერში, პირველად 2010 წელს გაჩნდა, როდესაც WSOP-ის მეინ ივენთი მოიგო და ასაკით მესამე ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის ასევე პირველი კანადური წარმოშობის მოთამაშე იყო, ვინც მეინ ივენთის მოგება მოახერხა. დუჰამელი, დღევანდელი პოკერის სამყაროში, მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიო ჩემპიონი. როგორც ცნობილია, პოკერის მსოფლიო ჩემპიონების უმეტესობა, უბრალოდ ქრებოდნენ პოკერის წრეებიდან და დიდი თამაშებიდან. 

WSOP-ის მეინ ივენთის მოგების შემდეგ, მას, რამდენიმე დიდი აღმასვლა და ჩავარდნა ჰქონდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია EPT High Roller-ის მოგება. წარმატებების პარალელურად, დუჰამელის ცხოვრებაში მძიმე მომენტებიც იყო - 2011 წელს ის დააყაჩაღეს. ხელ-ფეხშეკრულ მოთამაშეს, როლექსის საათი, $100.000 დოლარი და WSOP-ის მეინ ივენთის სამაჯური მოპარეს. როგორც შემდგომში გაირკვა, ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი მისი ყოფილი მეგობარი გოგო იყო, რომელსაც ბრალი დაუმტკიცდა კიდეც. 

დიდი გამარჯვების შემდეგ, დუჰამელი ყოველთვის ახერხებდა WSOP-ის მეინ ივენთზე ფულში შესვლას. მაგრამ 2015 წელი, მისთვის, განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. დასაწყისისთვის, მან, PCA-ის მეინ ივენთის საპრიზო ადგილზე გასვლა მოახერხა. შემდეგ WSOP-ის ზაფხულით გააგრძელა, სადაც ფულში შესვლა 5 ივენთზე შეძლო, მათ შორის - მეინ ივენთზეც. წლის საუკეთესო თამაში, რომელიც დუჰამელმა აჩვენა, რა თქმა უნდა, $111.111 High Roller One Drop-ის მოგება იყო. მან ისეთი მოთამაშეები ჩამოიტოვა უკან, როგორებიც ფილ ჰელმუტი, ანტონი ზინო და ჯოზეფ ჩონგი არიან. WSOP-ის მეორე სამაჯურთან ერთად, კანადელს, $4 მილიონი დოლარი შეხვდა. 

თუ ეს საკმარისი არ არის, 2015 წელს, დუჰამელმა, 'ბორგატაში' გამართული World Poker Championship მოიგო, სადაც 287 მოთამაშიანი ფილდი დაამარცხა. ხოლო Poker Open Championship-ზე 34-ე ადგილი დაიკავა. შედეგი ცუდი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირზე 1.027 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. 

 

რუმები

ქართული უცხოური