ინტერვიუ ჯეიმი სტეპლსთან

23 წლის ჯეიმი სტეპლსის სახელი, პოკერის ფართო მასებში, მზარდი პოპულარობით სარგებლობს. კანადელმა მოთამაშემ, სახელი, 'ტვიჩის' დახმარებით გაითქვა. ამჟამად მის არხს 45.000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. სანამ ცხოვრებას კარტებს დაუკავშირებდა, სტეპლსი, პროფესიონალი გოლფერის კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ მისი ახალი გატაცება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ აპრილში, მსოფლიოს უდიდესმა ონლაინ პოკერ-რუმმა Friend Of PokerStars-ის კლუბში  გაწევრიანება შესთავაზა. ჩვენ გთავაზობთ ჯეიმი სტეპლსთან ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც PokerNews-ზე გამოქვეყნდა:

როგორ აღმოჩნდი 'ჩათრეული' პოკერში და კონკრეტულად Twitch-ში?

ჩემი პირველი შეხება პოკერთან ჩემი ძმის დამსახურება იყო. 'ფლეი მანი' ექაუნთზე, მას, ჩემზე გაცილებით მეტი ჩიპები ჰქონდა, მე კი ამის უფლებას ვერ მივცემდი! დავიწყე ინტერნეტში მასალის მოძიება, სტრატეგიების შესწავლა, რაც თამაშის გამოსწორებაში დამეხმარებოდა. როცა აღმოვაჩინე, რომ პოკერით რეგულარული შემოსავლის მიღება იყო შესაძლებელი, მივხვდი, რომ ეს თამაში ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა. Twitch-ის შესახებ ერთი წლის წინ, ონლაინ ფორუმებიდან გავიგე. მომეწონა საკუთარი თამაშის ტრანსლირების იდეა, რადგან ეს კონცენტრირებაში და უნარების გაუმჯობესებაში დამეხმარებოდა. 

რას ეტყოდი დამწყებ მოთამაშეებს, რომლებსაც თამაშის გამოსწორება და დახვეწა უნდათ? 

ვფიქრობ, საუკეთესო გზა, თამაშის გამოსასწორებლად, თავად ინტერნეტია. 'ტვიჩი', სხვების თამაშის ყურება, ანალიზი, წიგნები, სტატიები, ვიდეოები, მწვრთნელები, ყველაზე სწრაფი საშუალებაა პოკერის უნარების გასაუმჯობესებლად. დამწყებმა მოთამაშემ, საკუთარი დროის 5-10% თეორიულ ნაწილს უნდა დაუთმოს, მაგრამ ისეც არ გამოვა, რომ ადამიანი მხოლოდ წიგნებში ჩაეფლოს და კარტები დაივიწყოს. უმეტესად, რა თქმა უნდა, თამაშით უნდა იყოს დაკავებული და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობითაც მიიღოს ინფორმაცია. თუ აქტიური პოკერი, თეორიული მასალის მიღებასთან ერთად, სიამოვნებას არ ანიჭებს, დამწყები მოთამაშე ადვილად დანებდება და სხვა ჰობის მოძებნის. თამაშისგან სიამოვნების მიღება, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. იგივე ეხებათ საშუალო დონის მოთამაშეებსაც, თუმცა მათ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გაიზარდოს თეორიული ცოდნის მიღების დრო. მოწინააღმდეგეებთან შედარებით, თამაშის მათემატიკური და ფსიქოლოგიური ასპექტების უკეთ გაგება, ძალიან დიდ უპირატესობას იძლევა, რაც საბოლოო შედეგში აისახება. 

რა იყო საუკეთესო რჩევა, რაც პოკერის შესახებ მიგიღია?

4 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი რეალური სურვილები და მიზნები გამეანალიზებინა. ძალიან გამიჭირდა ნაბიჯის გადადგმა და ჩემი საქმიანობისთვის ხელის მოკიდება ისე, როგორც ამას რეალობა მოითხოვდა. ყველაზე მეტად წარუმატებლობის მეშინოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ თუ არ ვცდიდი, ეს ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა ჩემ ცხოვრებაში. 

ყოველთვის ვგრძნობდი გარკვეულ ზეწოლას ოჯახისგან და ჩემი გარემოცვისგან. მათ სურდათ, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო და სტაბილური გზა ამერჩია, რაც ერთი შეხედვით სწორიცაა. მაგრამ შემდეგ შევხედე კევინ სმიტს, სტივ ჯობსს, ადამიანებს, რომლებიც ჩემი ცხოვრების მთავარი ინსპირატორები იყვნენ - ისინი ყველაფერს ამ რჩევების საწინააღმდეგოდ აკეთებდნენ. მათი იდეები და მიდგომები, ჩემი ცხოვრებისთვის, გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდა. 

რამდენად მნიშვნელოვანია პოკერის ფსიქოლოგიური მხარე?

ვფიქრობ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია! ჩემი აზრით, ცუდი თამაში, 10-დან 9 შემთხვევაში ფსიქიკური არამდგრადობისა და მოუმზადებლობის ბრალია. ბანკროლ მენეჯმენტში დაშვებული შეცდომები, თითქმის არასდროს გამომდინარეობს ამ კონცეფსიის არასწორი გაგებიდან. უბრალოდ, ადამიანები ვერ ახერხებენ ამ იდეის სწორ ადაპტირებას და საკუთარ რეალობაში გადატანას. ეს პრობლემა კი, ნამდვილად ფსიქოლოგიურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. 

ჩემი აზრით, თამაშის ფსიქოლოგიური ასპექტის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან გადაწყვეტილებები და შედეგები. შედეგებზე და რეზულტატებზე ორიენტირებული აზროვნება, ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში, დომინანტურ როლს თამაშობს. ეს ერთადერთი გზაა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვვითარდებით. ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ, განიხილავენ მათ და ცდილობენ შემდეგში თავი აარიდონ იგივე შეცდომას, რათა კვლავ ცუდი შედეგი არ დადგეს. პოკერი ხშირად უპირისპირდება ამ იდეას - ჩვენ გვიწევს არსებული მომენტისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება ისე, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა შედეგს მოგვცემს. ეს უპირველესად ბედბითებს ეხება. ჩვენ გარკვეული რისკების აღება გვიწევს, რამაც ხშირად შესაძლოა დიდი ტკივილი მოიტანოს, მაგრამ საბოლოო ჯილდო, ტკივილთან შედარებით, გაცილებით დიდი იქნება. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია პოზიტიური განწყობა და გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული თამაში. ბეთბითის გამო მიღებულმა ემოციებმა, სწორი არჩევანი არ უნდა დაჩაგროს! 

ჩემი კარიერის დასაწყისში, ბედბითები, ძალიან დიდ პრობლემებს მიქმნიდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მთავარი ჩემი გადაწყვეტილებებია და სულაც არ აქვს მნიშვნელობა ბორდი რას მომცემს. 

მოგვიყევი შენი უახლოესი მიზნების შესახებ?

კონკრეტული მიზნები არ მაქვს. ერთადერთი რამ, რასაც გამუდმებით ვცდილობ, მუდმივი განვითარებაა. თუმცა, ამ განვითარების პიკს ვერ ვხედავ, რადგან ის დაუსრულებელი უნდა იყოს. 

რუმები

ქართული უცხოური