ალექს მასეკი WSOP-ის მე-9 ოქროს ბეჭედს იგებს
ალექს მასეკმა, მე-9 ოქროს ბეჭდის მოგებით, WSOP Circuit-ში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. მან, WSOP Circuit-ის $365 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ივენთი, 143 მოთამაშეს შორის მოიგო, რისთვისაც რეკორდულ ბეჭედთან ერთად, $12.000 დოლარი ერგო. "გამარჯვების შეგრძნება მაინც არ ძველდება, - თქვა მასეკმა ტურნირის შემდეგ, - უკანასკნელ ივენთებში, რომელზეც ჰედს-აპის თამაში მომიწია, დავმარცხდი. ეს გამარჯვება კი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ვიცი, რომ ისევ შემიძლია პოკერის თამაში."
30 წლის პროფესიონალ მოთამაშემ, უკანასკნელი WSOP-ის ოქროს ბეჭედი 2014 წლის მარტში მოიგო. თავდაჯერებულობის აღდგენის შემდეგ, მასეკი, ლოს ანჯელესსა და სან დიეგოში დაგეგმილ ტურნირებზე აპირებს მონაწილეობის მიღებას. "სამწუხაროდ, პოკერის გამო მოგზაურობა არ მიყვარს და უმეტესწილად თამაშებს ლოს ანჯელესში ვესწრები. არ აქვს მნიშვნელობა $100 დოლარიანი ივენთი იქნება, თუ $1000-იანი, მთავარია შორს გადაადგილება არ დამჭირდეს ამისთვის. შემდეგი ზაფხულისთვის, ვეგასშიც ვაპირებ ჩასვლას."
თითქმის ორი წლის წინანდელი მოგების შემდეგ, ალექს მასეკი რამდენჯერმე მიუახლოვდა ოქროს ბეჭედს: ის ორჯერ გავიდა მეოთხე ადგილზე, ერთხელ - მესამეზე და ოთხჯერ - მეორეზე. აშკარაა, რომ მასეკი ნამდვილი პროფესიონალი და ლაივ ტურნირების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. "როდესაც ჰედს-აპს ვთამაშობდი, ვცდილობდი, რომ შედეგზე ორიენტირებული არ ვყოფილიყავი და საუკეთესო თამაში მეჩვენებინა. მთავარი იყო ყოველი გადაწყვეტილება მაქსიმალურად სწორად მიმეღო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დარიგებაზე გამიმართლა და მოვიგე, არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, რის გამოც საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ კრიტიკულად ვარ განწყობილი."
ფინალურ ჰედს-აპზე, მასეკმა, ერიკ ლი დაამარცხა. გადამწყვეტ დარიგებაში, მასეკის ტოპ წყვილს, ერიკ ლის დაბალი ორი წყვილი დაუპირისპირდა, რომელმაც მოწინააღმდეგის რეიზის შემდეგ ოლ ინი გააკეთა. მასეკის ქოლი, მართალია შეცდომა იყო, მაგრამ რივერზე კიდევ ერთი A დაიდო, რამაც, ამერიკელ მოთამაშეს, საკუთარი რეკორდის გაუმჯობესების საშუალება მისცა. 47 WSOP Circuit-დან, მასეკს, $607.288 დოლარი აქვს გამომუშავებული. აღსანიშნავია, რომ ყოველი პირველი ადგილი ულიმიტო ჰოლდემის ივენთს მიეკუთვნება.