ბრაზილიური პოკერის მომავალი

ბრაზილიაში არსებული ფინანსური კრიზისი, ნეგატიურ მოვლენებთან ერთად, გარკვეული პოზიტივის მატარებელიც შეიძლება აღმოჩნდეს - ამ უმნიშვნელოვანესმა ფაქტორმა, შესაძლოა, ქვეყნის ონლაინ და ლაივ გემბლინგის მომავალზე უდიდესი გავლენა იქონიოს და ხელისუფლებას პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა აიძულოს. 

გასულ კვირას, ბრაზილიის ეკონომიკის განვითარების სპეციალურმა კომისიამ 186-ე კანონპროექტი განიხილა, რომელიც სენატორ კირო ნოგუირას მიერა იყო ინიცირებული. კანონპროექტის თანახმად, აზარტული თამაშების ლეგალიზებისა და დაბეგვრის შემთხვევაში, ქვეყნის ბიუჯეტს დამატებითი $3.7 მილიარდ დოლარიანი შემოსავალი გაუჩნდება. კანონპროექტი კომისიის აბსოლუტური უმრავლესობით იქნა მიღებული. თუმცა მის საბოლოოდ დამტკიცებამდე კიდევ რამდენიმე ეტაპია გასავლელი, კერძოდ: კანონპროექტი ჯერ ქვედა პალატის მიერ უნდა იქნას მიღებული, შემდეგ სენატის სრულმა უმრავლესობამ მიიღოს და მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ, პრეზიდენტმა საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს. 

ოპტიმისტური პერსპექტივის მიუხედავად, აზარტული თამაშების ლეგალიზებას, ბევრი წინაღობა ელის. გასულ ზაფხულს, პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა, სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. სამაგიეროდ, ქვეყანაში მიიღეს კანონი, რომელიც ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული აზარტული საიტების მომხმარებელს, £40-დან £40.000 ფუნტამდე ჯარიმით ემუქრებოდა. ასეთი მომხმარებლების რაოდენობა კი, ქვეყნის მასშტაბით, 8 მილიონს აჭარბებს. ამ ფაქტის მიუხედავად, როგორც ჩანს, დილმა რუსეფი მზადაა განიხილოს ახალი შემოთავაზება, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს ახალ შემოსავალს მოუტანს. მისი თანაგუნდელების განცხადებით, მთავრობა მზადაა ნებისმიერი შესაძლო გზა გამოიყენოს, რათა ქვეყანა ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოვიდეს. 

 

რუმები

ქართული უცხოური