2015 წლის ყველაზე დიდი თამაში

პოკერის წრეებში დიდი და ძვირადღირებული თამაშები მრავლად მოიძებნება, თუმცა უმეტესი მათგანი პრივატულ გარემოში ტარდება და მათზე ინფორმაცია, ფართო მასებისთვის, მხოლოდ კულუარულად თუ გავრცელდება. 2015 წელს, ენდი ბილსა და დოილ ბრანსონის შვილს, ტოდ ბრანსონს შორის გამართული თამაში, შესაძლოა, პოკერის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ სესიად იქნას აღიარებული. 

წლის დასაწყისში, გავრცელდა ხმები, რომ ლას ვეგასს The Banker - ენდი ბილი უბრუნდებოდა, რომელიც კაზინო 'ბელაჯიოს' Bobby's Room-ში ტოდ ბრანსონის წინააღმდეგ $50.000/$100.000 ლიმიტზე Fixed Limit Hold'em-ის თამაშს აპირებდა. 'ბობის რუმში' ამ წარმოუდგენლად მაღალი ლიმიტის სესიას, პოკერის პროფესიონალი, კაილ ლომანი ესწრებოდა, რომლის ცნობითაც ბილმა და ბრანსონმა $5.000.000 დოლარის ბაი-ინი გააკეთეს. ლომანის 'ტვიტერის' ექაუნთს თუ მივყვებით, რომლის საშუალებითაც მოთამაშე სესიის მსვლელობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას ცდილობდა, მსგავს პოსტებს დავინახავთ: "თამაში ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ოთახში 20-მდე ადამიანია, მათ შორის დოილ ბრანსონიც. ტოდი იგებს, ის $8 მილიონამდე ასული, ენდი ბილს კი $2 მილიონამდე დარჩა. ბილის ჰიტერის შემდეგ, მისი სტეკი $4.5 მილიონამდე გაიზარდა. ტოდ ბრანსონი კვლავ იგებს, მისი ემოცია უცვლელია. ბრანსონის სტეკი $7-მდე გაიზარდა. ამჟამად ოთახში სამი ადამიანია - ტოდი, ენდი და დილერი."

ლომანის პოსტები, შემდეგ დღეს, ტოდ ბრანსონმაც დაადასტურა - "ჩვენ სტეიკის საჭმელად წავედით ისე, რომ ადგილი არც კი დაგვიჯავშნია. როცა რესტორანში მივედით, გვკითხეს, რამეს ხომ არ აღვნიშნავდით? დიახ, ვუპასუხე მე, გუშინ $5 მილიონი მოვიგე."

ენდი ბილი, ტეხასელი მილიარდერი, რომელიც უძრავი ქონებისა და საბანკო ბიზნესებს ფლობს, პოკერის წრეებში უმაღლესი ლიმიტების მოთამაშედ ითვლება, რომელიც არცერთ დიდ თამაშზე არ ამბობს უარს. 2001-2004 წლებში, მან სახელი გაითქვა FL ჰოლდემის მაღალი ლიმიტის სესიებით, სადაც, მას, მოთამაშეთა გაერთიანება The Corporation დაუპირისპირდა. გაერთიანებში ტედ ფორესტი, ფილ აივი და ჯენიფერ ჰერმანი შედიოდნენ. ერთ-ერთი სესიის დროს, ენდი ბილმა, $11.7 მილიონიანი ბანკი მოიგო, თუმცა დიდი მინუსის გამოსწორება მაინც ვერ მოახერხა. 2006 წელს, ფილ აივისთან გამართულ ლიმიტირებული ჰოლდემის სესიაზე, ბილმა, ჯერ $3.3 მილიონი წააგო, შემდეგ $13.6 მილიონიან აპსვინგზე მოხვდა და ბოლოს, მესამე დღეს, აივისთან $16.6 მილიონი დოლარი დაკარგა. 

ენდი ბილის ისტორია, მისი თამაშები და ლას ვეგასში გადამხდარი თავგადასავლები დეტალურადაა აღწერილი მაიკლ კრეიგის წიგნში "The Professor, the Banker and the Suicide King: Inside the Richest Poker Game of All Time."

რუმები

ქართული უცხოური