2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ჯო მაკკიენი, PCA-ის $100.000 ჰაიროლერზე

როგორც ამბობენ, მეფის გვირგვინი მძიმე სატარებელია, მაგრამ 2015 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული, ჯო მაკკიენი არც ისე დიდ სიმძიმეს გრძნობს. პოკერის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ამერიკელი პროფესიონალი, ისეთივე მშვიდი და გაწონასწორებული მოთამაშეა, როგორიც $7.683.346 დოლარის მოგებამდე იყო. როგორც მაკკიენი ამბობს, დიდი თანხის მოგების მიუხედავად, მისი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა და ეს მხოლოდ კარიერაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, - "წლევანდელი WSOP-ის მოგება დიდი ტურნირების თამაშის საშუალებას მაძლევს, ეს არის და ეს". 

მისი პირველი დიდი საფასური, რომელიც მეინ ივენთის მოგების შემდეგ გადაიხადა, დეკემბერში გამართული WPT Alpha 8-ის $100.000 დოლარიანი ტურნირი იყო. "რა თქმა უნდა, თავდაპირველად ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი კარტი დარიგდება, უკვე პოკერი იწყება - თამაში, რომელიც ძალიან მიყვარს, - ამბობს მაკკიენი, - მიხარია, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ საკუთარი ძალების მოსინჯვის საშუალება მეძლევა". დეკემბერში ჩატარებული WPT Alpha8-ის გამარჯვებული გერმანელი ფედორ ჰოლცი გახდა, $1.589.219 დოლარით პირველი ადგილისთვის.

მიუხედავად WPT Alpha8-ზე წარუმატებელი თამაშისა, 2016 წელი მაკკიენისთვის საკმაოდ კარგად დაიწყო. ამჟამად, ამერიკელი პროფესიონალი, PCA-ის $100.000 დოლარიან ჰაიროლერ ტურნირზე, სადაც 58 მოთამაშიდან მხოლოდ ექვსია დარჩენილი, ჩიპების რაოდენობით მე-3 პოზიციას იკავებს. მან უკვე მოასწრო ლეგენდარული ერიკ საიდელისა და ჯასტინ ბონომოს ტურნირიდან გამოთიშვა. 

ჯო მაკკიენი, ლაივ ტურნირების რეგულარულ მოთამაშედ WSOP-ის მეინ ივენთის მოგებამდეც იყო ცნობილი. მისი ნახვა კაზინო Borgata-ში ხშირად იყო შესაძლებელი. ახლა კი, როცა მის ცოდნასა და გამოცდილებას ფინანსებიც დაემატა, მას თავისუფლად შეუძლია ისეთი ჰაიროლერ რეგულარების სიაში მოხვდეს, როგორებიც სტივ ო'დუაიერი, ფედორ ჰოლცი და მაიკ მაკდონალდი არიან - მოთამაშეები, რომლებიც მსოფლიოში უძვირეს ტურნირებს თამაშობენ. "თუ ასეთ ტურნირებზე წარმატებას მივაღწევ, შესაძლოა თამაში მართლაც გავაგრძელო, - ამბობს მსოფლიო ჩემპიონი, - მაგრამ უმეტესად საშუალო ლიმიტებზე თამაშს ვგეგმავ". 

უნდა ითქვას, რომ PCA-ის ტურნირები, რომლებიც კარიბის კუნძულებზე ტარდება, ტერიტორიულად ბევრად ხელმისაწვდომია, ვიდრე ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე გამართული ლოკალური ტურნირები. სწორედ ამიტომ, მაკკიენი, PCA-ის ფესტივალის არცერთი მნიშვნელოვანი მოვლენის გამოტოვებას არ გეგმავს, მათ შორის - $50.000 და $25.000 დოლარიანი ჰაიროლერ ტურნირებისაც, არაფერს ვამბობთ $5.300 დოლარიან მეინ ივენთზე. 

რუმები

ქართული უცხოური