სტივ ო'დუაიერი GPI-ის სათავეშია

როგორც მოგეხსენებათ, Global Poker Index (GPI), მსოფლიოში ტურნირების საუკეთესო მოთამაშეთა სიას ყოველკვირეულად აქვეყნებს. მათ მიერ დაგროვებული ქულები გამოითვლება სპეციალური ფორმულით, რომელშიც მათი უკანასკნელი 3 წლის რეზულტატებია შესული. ახალი წლის დასაწყისში, შესვენების აღების ნაცვლად, მოთამაშეები განახლებული ენერგიით შეუდგნენ GPI-ის ქულების შეგროვებას.

2015 წლის მოთამაშე, Global Poker Index-ის მიხედვით, ბაირონ კავერმანი გახდა. უნდა ითქვას, რომ GPI-ის ლიდერობას, ის, კარგა ხანი არ უთმობდა არავის. მაგრამ ახალი წლის დაწყებასთან ერთად, სიტუაციაც განახლდა. PokerStars Carribean Advanture-ზე მრავლად იყო შესაძლებელი ისეთი სახელების მოძებნა, რომლებიც GPI-ის ლიდებორდში მოწინავე პოზიციებს იკავებდნენ. ამიტომაც, სიაში დიდი ცვლილებები არავისთვის ყოფილა მოულოდნელი. ისიც უნდა ითქვას, რომ GPI-ის პირველი ათეულს ახალი სახეები არ ჰყავს, მოთამაშეებმა მხოლოდ ადგილები გაცვალეს. 

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სტივ ო'დუაიერის დაწინაურება, რომელიც PCA-ის $50.000 დოლარიან ჰაიროლერზე გამარჯვების წყალობით, GPI-ის ლიდერის რანგში პირველად მოგვევლინა. 2011 წლიდან მოყოლებული, GPI-ის ათეულში, ო'დუაიერმა 100 კვირა გაატარა, მაგრამ პირველი ადგილისთვის არასდროს მიუღწევია. ის მე-14 მოთამაშეა, რომელიც Global Poker Index-ის ლიდერბორდს ჩაუდგა სათავეში. შეგახსენებთ, რომ ბაირონ კავერმანი 14 კვირის განმავლობაში იკავებდა ამ პოზიციას. 

ო'დუაიერის მიერ მოგებულ $50.000 დოლარიან ჰაიროლერზე, ნიკ პეტრანგელოც მოხვდა ფულში, თუმცა მხოლოდ მე-8 პოზიციაზე. ამის მიუხედავად, მან, GPI-ის მეორე ადგილი დაიკავა, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია. $100.000 დოლარიანი სუპერ ჰაიროლერის გამარჯვებული, ბრინ კენი, ათეულში, მე-8 ადგილიდან მე-6-ზე გადავიდა. 

2016 წლის მეორე კვირისთვის, Global Poker Index-ის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. სტივ ო'დუაიერი +1

2. ნიკ პეტრანგელო +2

3. ბაირონ კავერმანი -2

4. ანტონი ზინო -1

5. ჯეისონ მერსიერი +1

6. ბრინ კენი +2

7. ფედორ ჰოლცი -2

8. დევიდ პიტერსი +2

9. კევინ მაკფი -2

10. მარტინ ფინგერი -1

რუმები

ქართული უცხოური