High Stakes Poker-ის ათი წლის იუბილე

2006 წელი, GSN-ის ახალი ტელეპროექტი High Stakes Poker. რამდენიმესაათიანი დაძაბული ლაივ სესიის ბოლო დარიგება. ბარი გრინშტაინის ბეთს, სემი ფარა, KK-ის წყვილით, $12.500 დოლარიანი რირეიზით პასუხობს. გრინშტაინი ყველასთვის კონსერვატულ მოთამაშედაა ცნობილი და მისი $50.000 დოლარიანი 4ბეტი ყველა მოთამაშეს მხოლოდ ერთ ეჭვს უჩენს - ბარის AA უნდა ჰყავდეს! თითქმის დასრულებული სესიის მიუხედავად, მოვლენების განვითარებით დაინტერესებულნი, გადაცემის მონაწილეები მაგიდას მაგიდას უბრუნდებიან. რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ, სემი ფარა ოლ ინს აკეთებს, რაზეც გრინშტაინი მომენტალურად პასუხობს. გადაცემის წამყვანი, ეიჯეი ბენზა კი ემოციებს ვერ იკავებს და აღტაცებული აცხადებს: ეს წარმოუდგენელი ბანკია, ის $361.800 დოლარს შეადგენს!

ფლოპზე K-ის დადების შემდეგ, დარიგება, სემი ფარას სასარგებლოდ წყდება. 

ეს პირველი სეზონის ერთ-ერთი დიდი დარიგება იყო, რომელმაც GSN-ს (Game Show Network) არნახული პოპულარობა მოუტანა. პოკერის მოყვარულებისა და ტელევიზორის მაყურებლებისთვის, მაშინდელი გადაცემა, ნამდვილი ჰიტი აღმოჩნდა: აქ საშუალება გქონდათ გენახათ მსოფლიოს საუკეთსო პროფესიონალები და დამწყები მოთამაშეები, განსხვავებული ხასიათითა და იმიჯით, რომლებიც ერთმანეთს ათიათასობით დოლარს უგებდნენ. იმ დროისთვის, ეს ყველაფერი, წარმოუდგენელი და თითქმის დაუჯერებელი იყო. 

რეალური ისტორია, რომელიც ამ ლეგენდარული გადაცემის უკან დგას, ასე გამოიყურება: სატელევიზიო თამაშების მწარმოებელი კომპანიის უფროსი, მორი ესკანდანი, პოკერის მაგიდებში ჩამონტაჟებული სპეციალური კამერის გამომგონებელი და დამპროექტებელი, ჰენრი ორნშტაინი და GSN-ის დამფუძნებლები, Bellagio-ში არსებულ რესტორან Jasmine-ში ვახშმობდნენ. მაგიდასთან სიახლოვეს, WSOP-ის მეინ ივენთის ორგზის გამარჯვებული, ლეგენდარული ჯონი ჩენი აღმოჩნდა, რომელმაც ზემოთხსენებულ მეგობრებს, საუბრისას, ერთ დარიგებაში წაგებულ $700.000 დოლარზე მოუყვა. დრამატულმა ისტორიამ, მაგიდასთან მსხდომ GSN-ის დირექტორებზე, კევინ ბელინკოვსა და იან ვალენტინზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 

მოგვიანებით, ბელინკოვმა და ვალენტინმა, მორი ესკანდანის მიმართეს კითხვით: ჰქონდა თუ არა სატელევიზიო ქეშ-გეიმის ტრანსლირებას რაიმე მომავალი? იდეის ქება-დიდებისა და შორეული პერსპექტივების დასახვის ნაცვლად, ესკანდანიმ, GSN-ის მფლობელები 'ბელაჯიოში', Bobby's Room-ში წაიყვანა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების ნახვა იყო შესაძლებელი. 'დიდ თამაშზე' რამდენიმეწუთიანი დაკვირვების შემდეგ, ბელინკოვს და ვალენტინს ყველანაირი ეჭვი გაეფანტათ და მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებდათ: როდის და როგორ შეიძლება გადაცემის გაკეთება? "ისინი ფანჯრიდან უყურებდნენ თამაშს, - ყვება ესკანდანი, - ხედავდნენ, როგორ იცინოდნენ და ერთობოდნენ მოთამაშეები, აგებდნენ და იგებდნენ დიდ ბანკებს. ეს ყველაფერი გასაოცარ სანახაობას ჰგავდა." 

მორი ესკანდანი, ლას ვეგასში, 1985 წელს გადავიდა. მისი ნახვა ქალაქის სოლიდურ ქეშ-გეიმებზე იყო შესაძლებელი. მომავალი გადაცემის წარმატებაში ის იმდენად იყო დარწმუნებული, რომ საცდელი დუბლებიც კი არ გადაუღია. 'ჰაი სტეიკს პოკერის' დაწყებამდე, GSN-ზე, Poker Royale გადიოდა. თუმცა მაშინდელი სატელევიზიო დრო WPT-სა და WSOP-ის ეთმობოდა, Poker Royale-ის მაყურებელთა რაოდენობა კი სულ უფრო მცირდებოდა. შედეგად - GSN-ის ხელმძღვანელობამ სატელევიზიო პოკერის ტრანსლირებაზე ხელი ჩაიქნია. 

მაგრამ გადაცემა, რომელშიც ისეთი სახეების ნახვა შეიძლებოდა, როგორებიც დენიელ ნეგრანუ, ფილ ჰელმუტი, დოილ ბრანსონი და ჯონი ჩენი იყვნენ, სხვა სატელევიზო აზარტულ შოუებს შანსს არ უტოვებდა. გარდა პროფესიონალებისა, თამაშში მონაწილეობის მიღება პოკერის მოყვარულებსაც შეეძლოთ, თუმცა მათ ამისთვის დიდი ფინანსები სჭირდებოდათ. ამერიკაში კი ასეთების პოვნა არც ისე რთულია: ექიმი - ამირ ნასერი, რესტორნების ქსელის მეპატრონე - ფრედ შამანარა და, რა თქმა უნდა, ლოს ანჯელეს ლეიკერსის მფლობელი - ლეგენდარული ჯერი ბასი. 

"მთავარი ასპექტი, რამაც გადაცემაში მონაწილეობაზე დამაფიქრა, იყო ის, რომ მე ქეშ-გეიმერი ვიყავი, GSN-ს კი უმეტესად სატურნირო მოთამაშეები და პოკერის მოყვარულები ჰყავდა მიწვეული, - იხსენებს ბარი გრინშტაინი, -  ამაზე უკეთეს პირობებს ვერც ვინატრებდი". 

მინიმალური თანხა, რომლითაც მოთამაშეს მაგიდაზე დაჯდომა შეეძლო, $100.000 დოლარს შეადგენდა. დენიელ ნეგრანუმ კი, პირველი სეზონისთვის, მაგიდაზე $1 მილიონი დოლარი მიიტანა. მოთამაშეებს, GSN-ისგან, სიმბოლური ანაზღაურებაც ჰქონდათ - საათში $1.250 დოლარი. გადაცემის წამყვანის რანგში გეიბ კაპლანი მოგვევლინა - მსახიობი და ვეტერანი ქეშ-გეიმერი, რომლისთვისაც არც თამაში იყო უცხო და არც პოკერის ელიტა, რომელიც გადაცემაში იყრიდა თავს. კაპლანის თანაწამყვანი კი ეიჯეი ბენზა გახდა. მისი მთავარი დანიშნულება, გეიბ კაპლანის უხამსი და ირონიული ხუმრობების შემსუბუქება და შოუს ჩვეულ ლიანდაგებზე დაბრუნება იყო. ეს ყველაფერი კი, გადაცემას, არაჩვეულებრივ სანახაობად აქცევდა. 

Golden Nugget-ის კაზინოს ერთ-ერთი დიდი პრივატული სათამაშო ოთახი, სატელევიზიო სტუდიად გადაიქცა, რომელიც სათამაშო მაგიდისა და სასტუმროსთვის დამახასიათებელი სხვა ფუფუნების საგნების გარდა, კამერებითა, მიკროფონებითა და განათებებით იყო სავსე. მაგიდაზე, ჩიპებთან ერთად, რეალურ ფულსაც იყენებდნენ - ეს გადაცემის პროდუსერების ჩანაფიქრი იყო, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ეს ქეშ-გეიმია და აქ რეალურ ფულზე ვთამაშობთ!  "ფულის შეკვრა, რომელსაც მოთამაშეები იყენებდნენ, გადაცემას სხვა სატელევიზიო ტურნირებიდან აშკარად გამოარჩევდა, - ამბობს კევინ ბელინკოვი, - ეს გადაცემა რომ არა, პოკერის მოყვარულები ვერ გაიგებდნენ რა არის 'სტრადლი', რას ნიშნავს 'ორჯერ დარიგება', რას გულისხმობს 7-2 თამაში და ა.შ." 

თითო სეზონისთვის, რომელშიც 10 გადაცემა ერთიანდებოდა, 20 მოთამაშე იყო მოწვეული. ერთი სეზონის გადაღება რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. "მოთამაშეთა გადანაწილება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა, - იხსენებს ეკსანდანი, - ყოველ სესიაზე ისეთი ვინმე უნდა გვყოლოდა, ვინც რეალური გემბლერი იყო, ვინც მაგიდაზე დაძაბულობას შემოიტანდა და ისეთ დინამიკას შექმნიდა, სადაც AA-ის ლოდინს არავინ დაიწყებდა".

გადაცემის მესამე სეზონში, 2006 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულმა, ჯეიმი გოლდმაც მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში მის თამაშსა და ქცევას უამრავი კრიტიკა ახლდა, მან, პოკერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და სახალისო დარიგებაში მიიღო მონაწილეობა. 

დარიგებაში, გოლდმა, სემ ფარას წინააღმდეგ, $391.000 დოლარი დაკარგა. "როგორც მახსოვს, ეს დარიგება დაახლოებით 14 წუთი გაგრძელდა, - ყვება მორი ესკანდანი, - და ჩვენ ყოველგვარი რედაქტირებისა და შესწორების გარეშე, დარიგების ყოველი მომენტი ვაჩვენეთ. მსგავსი სიტუაციები, პოკერში, ყოველდღიურად ხდება". 

მეოთხე სეზონის მინიმალური ბაი-ინი $500.000 დოლარს შეადგენდა. ეს არნახული თანხა იყო არამხოლოდ სატელევიზიო, არამედ მაღალი ლიმიტების ქეშ-გეიმებისთვისაც კი. ყველაზე დიდი დარიგება, რომელიც გადაცემაში გათამაშდა, ტომ დუანსა და ბარი გრინშტაინს ეკუთვნით. მეხუთე სეზონში, დუანმა, გრინშტაინს, $919.600 დოლარი მოუგო. "WSOP-ის მეინ ივენთის სატელევიზიო ეთერი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღემდე, - ამბობს ბელინკოვი, - მაგრამ მეინ ივენთზე მაქსიმუმ $10.000 დოლარი დაკარგო. აქ კი მოთამაშეები, ყველას დასანახად, ასიათასობით დოლარს უგებდნენ ერთმანეთს". 

2011 წელს ჩაიწერა High Stakes Poker-ის უკანასკნელი სეზონი, რომელში მონაწილეობაზეც ბევრმა ცნობილმა მოთამაშემ თქვა უარი. გადაცემის წამყვანად, კაპლანისა და ბენზას ნაცვლად, ნორმ მაკდონალდი მოგვევლინა. მთლიანობაში, გადაცემას 98 ეპიზოდი დაუგროვდა. კონკრეტულ დარიგებებს, 'იუთუბზე', ასიათასობით ნახვა აქვთ. ეს არის გადაცემა, რომლის საშუალებითაც უამრავმა დამწყებმა მოყვარულმა დიდი პოკერის კარი შეაღო და თამაშის შესახებ პირველი ინფორმაცია მიიღო. 'ტვიჩზე', 'იუთუბსა' და 'ტვიტერზე' პოკერის მოყვარულები დღემდე განიხილავენ გადაცემის სხვადასხვა სეზონების ათეულობით რთულ თუ სახალისო დარიგებას. 

ერთერთი მოთამაშე, რომელმაც გადაცემის შვიდივე სეზონში მიიღო მონაწილეობა, ბარი გრინშტაინი იყო, - "ვფიქრობ, ყველაზე მეტად ამ გადაცემით პოკერის მოყვარულები გაერთობოდნენ. ადამიანები დღემდე მეკითხებიან, იყო თუ არა ეს რეალური ფული? High Stakes Poker იყო რეალითი შოუ, რომელიც მის მონაწილეებს ძალიან ძვირი უჯდებოდათ". 

 

რუმები

ქართული უცხოური