პოკერის ყველაზე გავლენიანი მოთამაშე
პოკერის სამყარო დღითიდღე იზრდება. პროფესიონალ მოთამაშეებს, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ, უფრო და უფრო მეტი მიმდევარი და თაყვანისმცემელი ყავთ. მათ პოპულარობას სხვადასხვა სოციალური ქსელები განსაზღვრავენ, რომელთა დახმარებითაც მოთამაშეები, მათ გულშემატკივრებსა და უბრალო მოყვარულებს, საკუთარ ხედვებსა და მათ მიერ წარმოდგენილი პოკერ-რუმების სხვადასხვა წამახალისებელ აქციებს აცნობენ.
2014 წელს, 'პოკესტარსმა', ხელშეკრულება გააფორმა Followerwonk-თან, რომელიც სოციალური მედიის სტატისტიკურ აღწერას ახორციელებს. ამ პერიოდისთვის, ყველაზე პოპულარულ მოთამაშედ დენიელ ნეგრანუ ითვლებოდა, რომელიც 5 პოზიციით უსწრებდა ლეგენდარულ ფილ აივის. 'პოკერსტარსის' წლევანდელი მონაცემების მიხედვით კი, კანადელმა მოთამაშემ პოპულარობის მწვერვალი დათმო და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. მართალია, ნეგრანუ კვლავ ინარჩუნებს პირველ ადგილს 'ტვიტერზე', რომელსაც ფეხდაფეხ მიჰყვება ჯეისონ სომერვილი. მაგრამ კანადელის ჩავარდნის მიზეზად მისი 'ფეისბუქის' გვერდი უნდა ჩაითვალოს, რომლის პოპულარობაც, მართალია იზრდება, მაგრამ 'მოწონებების' სიხშირე მკვეთრად დავარდა.
Team PokerStars-ის წევრი, ლივ ბურე, რომელიც 2014 წელს მესამე ადგილს იკავებდა, ერთი პოზიციით დაწინაურდა. მაგრამ მთავარი სენსაცია 'პოკერსტარსის' კიდევ ერთმა პროფესიონალმა გამოიწვია. ფრანგი ონლაინ გრაინდერი, ბერტრან გროსპელიე, რომელიც WSOP-ის სამაჯურს, EPT-ისა და WPT-ის ტიტულებს ფლობს, 2014 წლის მონაცემებით მე-9 პოზიციას იკავებდა. უკანასკნელ წლებში კი, მისმა 'ტვიტერის' ექაუნთმა 13.600 ფოლოუერი, ხოლო 'ფეისბუქის' გვერდმა 26.800 მოწონება მიიღო. შეიძლება ეს რიცხვები დენიელ ნეგრანუს 'მოწონებებთან' ახლოსაც ვერ მივიდეს, მაგრამ სიხშირესა და ინტენსივობას რაც შეეხება, ბევრად ჩაგრავს კანადელი მოთამაშის პოპულარობის ზრდის მაჩვენებელს. ElkY-ის პოპულარობა, სოციალურ მედიაში, სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება - ფრანgმა მოთამაშემ, სულ ახლახანს, ხელშეკრულება გააფორმა Team Liquid Esports-თან.
ონლაინ გამოცემა PokerNews-მა გამოაქვეყნა 'ტვიტერისა' და 'ფეისბუქის' მიხედვით ყველაზე გავლენიან და პოპულარულ მოთამაშეთა სია, რომელიც ასე გამოიყურება