888Poker-ის ავსტრიული სერიები
დღეს, 5 თებერვალს, ავტრიის ქალაქ ისნბრუკში, 888Poker-ის ლაივ ტურნირების ახალი სერია აიღებს სტარტს. 5-6 თებერვალს, კაზინო Innsbruck-ში, $400 დოლარიანი მეინ ივენთი გაიმართება, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი $50.000 დოლარს შეადგენს. 888Live-ის ორგანიზატორები, შარშანდელი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავენ, როდესაც €40.000 ევროიანი გარანტირებული საპრიზო ფონდი €45.540 ევრომდე გაიზარდა. მაშინდელ მეინ ივენთზე გერმანელმა ტორსტენ ფასიუსმა მოიპოვა გამარჯვება, რომელმაც ბოსნია ჰერცოგოვინის წარმომადგენელი, ანდელო ბოსიჩი დაამარცხა.
"2015 წელთან შედარებით, ჩვენ გაცილებით მეტ სტუმარს ველოდებით, - განაცხადა 888Poker-ის წარმომადგენელმა, - ამ ტურნირისთვის ჩვენ უამრავი დრო და ენერგია დავხარჯეთ, საუკეთესო სტრუქტურა და სათამაშო პირობები შევქმენით. ასე რომ, პოკერის მოყვარულებს საუკეთესო ტურნირს ვპირდებით." როგორც სერიების ორგანიზატორები ვარაუდობენ, ეს ტურნირი, არაჩვეულებრივი საშუალება იქნება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლისთვის გამოცდილება მიიღოს უცხოელ მოთამაშეებთან. მართლაც, 888Live-ის სერიები, ინტერნაციონალურ ღონისძიებას წარმოადგენს, სადაც სტუმრები მთელი მსოფლიოდან იყრიან თავს. წლევანდელ ღონისძიებას დომინიკ ნიცშე და სოფია ლოვგრენიც დაესწრებიან.
"ტურნირების ეს სერია, სტუმრებს, ვიქენდის არაჩვეულებრივ გარემოში გატარების საშუალებას მისცემს. ალპები და პოკერი, რა შეიძლება ამაზე კარგი იყოს? 888Poker-ში გვჯერა, რომ გართობა და განტვირთვა, ამ თამაშის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. სწორედ ამიტომ, მთავარ ღონისძიებაზე მოსახვედრი ონლაინ სატელიტ ტურნირები, ტურნირის საფასურის გარდა, ავიაბილეთს და სხვა სამგზავრო მომსახურებებს შეიცავდა, - ამბობს 888Poker-ის წარმომადგენელი, - ჩვენ გვინდა, რომ აქ მოსულმა სტუმრებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. სწორედ ამიტომ ჩვენ მათ სამთო-სათხილამურო აქტივობებსაც შევთავაზებთ. და რაც ყველაზე მთავარია: ტურნირის მეორე დღიდან გამოვარდნილი მოთამაშე სახლში ხელცარიელი არ წავა - ჩვენ, ყოველ მათგანს, $5.000 დოლარიანი ტურნირის უფასო ბილეთებს გადავცემთ."