გასული კვირის მიმოხილვა
ერთ დროს, ყველაზე დიდი ქეშ-გეიმები, ონლაინ სივრცეცში, FullTiltPoker-ზე იმართებოდა. დროთაგანმავლობაში, ჰაისტეიკს გეშგეიმების უმთავრეს ადგილად PokerStars იქცა. თუმცა, 21 თებერვლიდან Full Tilt Online Poker Series იწყება, რომელიც FTOPS-ის სახელით უფროა ცნობილი. ასე რომ, ონლაინ ტურნირების მოყვარულებს, საინტერესო ერთი თვე ელოდებათ წინ.
რაც შეეხება გასული კვირის ქეშ-გეიმების: საუკეთესო შედეგი ტიმოფეი 'Trueteller' კუზნეცოვმა აჩვენა - 3.725 დარიგებაში $221.251 დოლარიანი პროფიტი. მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ 'BERRI SWEET' - $196.001 დოლარი 2.736 დარიგებაში, ანდრეს არტინანო - $115.540 დოლარი 2.978 დარიგებაში და ელიორ 'CrazyElior' ზაიონი - $104.892 დოლარი 2.918 დარიგებაში. კვირის ყველაზე წარუმატებელი მოთამაშე კი, ალექს მილარი იყო, რომელმაც 38 სესიის განმავლობაში $315.060 დოლარი დაკარგა. წინა კვირას, 31 იანვარს, HighStakesDB-ის ინფორმაციით, ყველაზე დიდი აქტიურობა $200/$400 ლიმიტის ჰოლდემ მაგიდებზე შეინიშნებოდა, სადაც კუზნეცოვმა, არტინანომ და მილარმა 5 საათიანი სესია ითამაშეს. ამ პერიოდის განმავლობაში, ტიმოფეი კუზნეცოვის ბანკროლი $257.400 დოლარით გაიზარდა.
თითქმის ერთთვიანი გაუჩინარების შემდეგ, ონლაინ მაგიდებს, გასული წლის ყველაზე მომგებიანი მოთამაშე, ვიქტორ 'Isildur1' ბლომი დაუბრუნდა, რომელმაც კვირას მცირე თანხა წააგო, ხოლო ორშაბათს $239.000 დოლარიანი პროფიტი აჩვენა. HighStakesDB-ის თანახმად, თავდაპირველად შვედი მაიკ გოროდინსკის დაუპირისპირდა და $22.000 დოლარი მოუგო. გოროდინსკის, კაილ რეი მოჰყვა, რომელმაც ბლომთან $16.000 დოლარი დაკარგა. ამის შემდეგ, ბლომი, პოტ-ლიმიტ ომაჰას მაგიდებზე გადაერთო, სადაც $340.000 დოლარი გამოიმუშავა. რა თქმა უნდა, გარკვეული ნაწილი უკანვე დააბრუნა, მაგრამ დღე მაინც დიდი მოგებით დაასრულა. თუმცა, ორშაბათს მოგებული თანხა, ბლომმა, 'BERRI SWEET'-თან სამშაბათს გამართულ სესიაზე თითქმის სრულად წააგო. 2016 წელი, ვიქტორ ბლომისთვის, არცისე წარმატებულად დაიწყო, მაგრამ მის კარიერას თუ გადავხედავთ, ასეთი სვინგები გაკვირვებას ნამდვილად ვერ გამოიწვევს.