გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები

1. Global Poker League-ის გუნდები და მონაწილეები - გასულ წელს, ალექს დრეიფუსის იდეამ, რომელიც პოკერის გუნდურ შეჯიბრებას გულისხმობდა, დიდი აჟიოტაჟი და ინტერესი გამოიწვია. წელს კი, დრეიფუსის იდეა, რეალურად განხორციელდება და მას მთელი პოკერის სამყარო ელოდება. GPL-ში მონაწილეობის მისაღებად, Globa Poker Index-ის საუკეთესო 1000 მოთამაშის კანდიდატურა იქნა განხილული და მათგან საუკეთესო 203 შეგროვდა. GPL-ში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს, რომელთა მენეჯერებსაც მათთვის სასურველი 3 მოთამაშის არჩევის უფლება აქვთ. რა თქმა უნდა, 203 საკმაოდ დიდი რიცხვია და გუნდის მენეჯერებს მათთვის მისაღები კანდიდატურების დასახელება არ გაუჭირდებათ - 203-დან, GPL-ზე, ხომ მხოლოდ 18% მოხვდება... ისიც უნდა ითქვას, რომ მოწვეული 1000 მოთამაშიდან, დაახლოებით 800-მდე მათგანმა, Global Poker League-თან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა. მათ შორის იყვნენ სტივ ო'დუაიერი, კონორ დრინანი, ნიკ პეტრანგელო და ა.შ. მათი უმეტესობა, GPL-თან თანამშრომლობას, 2 წლიანი კონტრაქტის გამო არ დათანხმდა, რაც ლიგის პრომოუტინგს, მოგზაურობას, სარეკლამო აქციებში მონაწილეობასა და საზოგადოებისთვის ბრენდის წარდგენას მოიცავდა. 

2. ნეგრანუს ბლოგ-პოსტი ლას ვეგასის ჰაი სტეიკს თამაშებზე - როგორც კანადელი მოთამაშე საკუთარ ბლოგში წერს, მისი მთავარი მიზანი მაღალი ლიმიტის ქეშ-გეიმებზე დაბრუნებაა. ამისთვის, მან, ერთგვარი სტრატეგია შეიმუშავა, რაც 200 საათიან თამაშსა და $250.000 დოლარიან მოგებას გულისხმობს. ნეგრანუს ბლოგში აღსანიშნავი ფაქტი იმ თამაშების მრავალფეროვნებაა, რომელსაც ვეგასის ძვირადღირებულ ქეშ-გეიმებზე თამაშობენ. როგორც 'პოკერსტარსის' სახე ყვება, Aria-ში გამართულ სესიაზე, პოკერის ისეთი სახეობების თამაში მოუწია, რომლებთანაც შეხება არც კი ჰქონია: 2-7 პოტ ლიმიტ რაზი, პოტ ლიმიტ 5-ქარდ დროუ, 2-7 ტრიპლ დროუ და ა.შ. ერთი შეხედვით უცნაური სახეობების მიუხედავად, ისიც უნდა ითქვას, რომ ომაჰა და ჰოლდემი, უკანასკნელ წლებში, წარმოუდგენლად განვითარდა. ამ ორ თამაშს იმდენი პროფესიონალი ჰყავს, მათზე იმდენი სხვადასხვა სტრატეგია და ტაქტიკაა შემუშავებული, რომ ძვირადღირებულ ქეშ-გეიმებზე ისინი კატასტროფულად კლებადი პოპულარობით სარგებლობენ. ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმები იმითაა ცნობილი, რომ ასეთ თამაშებზე გემბლერები იკრიბებიან, რომლებსაც არამარტო მათემატიკური სტრატეგიები, არამედ იღბალთან ჭიდილიც იზიდავთ. ჰოლდემისა და ომაჰას გრაინდერები კი, რომელთა ასაკი 20-დან 25 წლამდე მერყეობს, მათ, გემბლინგის საშუალებას არ აძლევთ. სწორედ ამიტომ, მსგავს პრივატულ სესიებზე, ნაკლებად ცნობილი თამაშები გაცილებით დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ვიდრე ყველასთვის ნაცნობი ჰოლდემი და ომაჰა. 

3. American Poker Awards - GPL-ის სტარტის გარდა, 25 თებერვალს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა დაგეგმილი: Global Poker Index-ის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც 13 ნომინაციას მოიცავს. მართალია, დაჯილდოება ჯერ არ გამართულა, მაგრამ ორი ნომინაციის გამარჯვებული უკვე ცნობილია: წლის საუკეთესო მოთამაშე - ბაირონ კავერმანი და წლის საუკეთესო მოთამაშე ქალი - კელი მინკინი. ამ ფაქტმა შესაძლოა გარკვეული ეჭვი გამოიწვიოს: ხომ არ აქვს ადგილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ყველაფერი მარტივად იხსნება - ორივე მათგანმა, 2015 წლის GPI-ში, საუკეთესო შედეგი აჩვენა. 

4. 'პოკერსტარსი' ჰედს-აპ მაგიდებს აუქმებს - 'პოკერსტარსის' გაცხადებული პოლიტიკის მიხედვით, რაც დამწყები მოთამაშეების ხელშეწყობასა და მოზიდვას გულისხმობს, მსოფლიოს უდიდეს პოკერ-რუმზე, ჰედს-აპ თამაშები გაუქმდა. ნაცვლად ამისა, პოკერ-რუმმა მომხმარებლებს Zoom-ის მაგიდები შესთავაზა, სადაც მოთამაშეებს არც საკუთარი პოზიციისა და არც ოპონენტის არჩევის უფლება არ ექნებათ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ერთი წლის წინ, FullTiltPoker-ზე ჰედს-აპ მაგიდების გაუქმება. 'ფულტილტის' ადმინისტრაციის განმარტებით, ჰედს-აპ თამაშებში უმცირესობაში მყოფი გრაინდერები, უმრავლესობაში მყოფ დამწყებ მოთამაშეებზე ნადირობდნენ, რაც ახალბედა გემბლერებს აფრთხობდა და თამაშის სურვილს უკარგავდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჰაი სტეიკს გრაინდერებს, მსგავს ცვლილებაზე, მსუბუქად რომ ვთქვათ ნეგატიური რეაქცია ჰქონდათ. რეალურად, 'პოკერსტარსი', ჰედს-აპ გრაინდერებს აიძულებს ერთმანეთის წინააღმდეგ მოსინჯონ ძალები, რაც არცერთი პროფესიონალი მოთამაშის ინტერესებში არ შედის. 

რუმები

ქართული უცხოური