კრის მორმანის ონლაინ ტურნირებში მოგებულმა თანხამ $13 მილიონს გადააჭარბა

უკვე დიდი ხანია, რაც კრის მორმანი ონლაინ ტურნირების მოთამაშეებს შორის საუკეთესო შედეგს აჩვენებს. როგორც pocketfives.com იუწყება, 888 Sunday Challange-ის მოგების შემდეგ, მისმა მოგებამ $13 მილიონ დოლარს გადააჭარბა და კონკურენტები კიდევ უფრო შორს ჩამოიტოვა. "ცოტა ხნის წინ, $13 მილიონს, $50.000 დოლარი მაშორებდა, - ყვება კრის მორმანი, - TCOOP-ზე და სხვა ტურნირებზე ამის გამოსწორების შანსი მქონდა, მაგრამ ტოპ ადგილებზე გასვლას ვერ ვახერხებდი. ეს მოგება კი საკმაოდ დიდი ნაბიჯი აღმოჩნდა."

888 Sunday Challange-ზე 777 მოთამაშე დარეგისტრირდა, რაც გარანტირებული $100.000 დოლარიანი საპრიზო ფონდის გაზრდის საბაბი გახდა. პრაიზპულის სტრუქტურის მიხედვით, ფულში პირველი 99 მოთამაშე შევიდოდა. კრის მორმანმა კი, რომელიც 888Poker-ზე ზედმეტსახელით 'WhatWudJSay' თამაშობს, არამხოლოდ ფულში შესვლა, არამედ ტურნირის მოგება მოახერხა. ბევრს შეიძლება კითხვა გაუჩნდეს: როგორ ახერხებს ძვირადღირებული ლაივ ტურნირების მოთამაშე ნაკლებადპრესტიჟული, რეგულარული ონლაინ ტურნირების თამაშს?

"ჩემი მოტივაციისთვის პატარა მიღწევებიც კი საკმარისია, - ამბობს მორმანი, - ონლაინ პოკერს უკვე წლებია ვთამაშობ და მსგავსი მცირე მასშტაბის მიზნებს რომ არ ვისახავდე, ეს ყველაფერი მოსაბეზრებელი გახდებოდა. შემდეგი 'გაჩერება' Spring Championship Of Online Poker-ის მეინ ივენთი იქნება, რომელიც შემდეგი მიზნის მიღწევაში დამეხმარება." კრის მორმანი პირველი ონლაინ გრაინდერი იყო, რომლის ონლაინ სატურნირო მოგებამ $10 მილიონ დოლარს გადაააჭარბა. ამ სტატუსის მოპოვებიდან ორწელიწადნახევარში, მისი მოგება კიდევ $3 მილიონი დოლარით გაიზარდა. 

მისი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ტიტული, ლაივ ტურნირებში, 2014 წლის WPT L.A. Classic-ის მოგება იყო, რომლისთვისაც მან $1.015 მილიონი მიიღო. ლაივ ტურნირებზე გააქტიურების მიუხედავად, გრაინდერს, მას, ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ზოგიერთი პროფესიონალი არცერთ მნიშვნელოვან ცოცხალ ივენთს არ ტოვებს, მორმანთან კი ყველაფერი სხვაგვარადაა. "ტურნირების გამო ბევრს არ ვმოგზაურობ. ჩემთვის სულერთი არ არის რას ვითამაშებ, ლაივ ივენთებს დიდი ყურადღებით ვარჩევ. უცნაურია, მაგრამ ინტერნეტში რაც არ უნდა შემხვდეს, ყველაფერს ვთამაშობ. ცოცხალ ტურნირებზე კი ყველაფერი სხვაგვარადაა. განსაკუთრებით არ მიყვარს ლაივ თამაშების პირველი დღე. რეალური პოკერი საინტერესო მაშინ ხდება, როცა ფინალურ მაგიდას უახლოვდები და როცა დაძაბულობა იზრდება. პირველ დღეს კი ყველაფერი მოსაწყენად გამოიყურება. ამიტომაც, ხშირად, დიდი ტურნირების პირველ დღეს მანამდე არ ვიწყებ თამაშს, სანამ ბლაინდებს ანტეც არ დაემატება."

 

რუმები

ქართული უცხოური