ონლაინ პოკერის მდგომარეობა ესპანეთში
როგორც ესპანეთის აზარტული თამაშების რეგულირების სამსახური იუწყება, ქვეყნის მასშტაბით, ონლაინ გემბლინგის შემოსავლები საგრძნობლადაა გაზრდილი. 2015 წლის უკანასკნელი კვარტალში, წინა წლის €65.57 მილიონ ევროსთან შედარებით, ონლაინ გემბლინგის ბრუნვა 45%-ითაა გაზრდილი და €95 მილიონ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, 2014 წელთან შედარებით, 2015 წლის მესამე მეოთხედში, ონლაინ გემბლინგიდან მიღებული შემოსავალი 12.6%-ით გაიზარდა და €84.18 მილიონი ევრო შეადგინა.
შემოსავლებთან ერთად, გაიზარდა ესპანურ პოკერ რუმებზე გაკეთებული დეპოზიტების მოცულობა. აზარტული თამაშების რეგულირების სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2015 წლის მეოთხე მეოთხედში გაკეთებულმა დეპოზიტებმა €242.07 მილიონი ევრო შეადგინეს, მაშინ, როდესაც 2014 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი თითქმის 40%-ით ჩამორჩებოდა მომავალი წლის მაჩვენებელს და მხოლოდ €173.27 მილიონ ევროს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მეოთხე მეოთხედში გაკეთებული დეპოზიტების მოცულობა 18%-ით აღემატება იმავე წლის მესამე კვარტალს. როგორც ეკონომისტები ვარაუდობენ, ასეთი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ონლაინ ოპერატორების მიერ მარკეტინგის მიმართულებით გაზრდილი ინვესტიციები შეიძლება იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის განმავლობაში, ონლაინ გემბლინგის ბაზარი გაცილებით გაფართოვდა, საქმე კარგად არ აქვთ იმ ონლაინ ოპერატორებს, რომლებიც უშუალოდ ონლაინ პოკერზე არიან ორიენტირებულნი. ესპანეთის აზარტული თამაშების რეგულირების სამსახურის განცხადებით, 2014 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 2015 წელს ონლაინ პოკერიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა €16.63 მილიონიდან, €14. 56 მილიონ ევრომდეა შემცირებული, რაც თითქმის 13%-იანი ვარდნაა. ესპანური ონლაინ პოკერის ოპერატორების ოპტიმიზმის ერთ-ერთი საფუძველი პორტუგალიისა და საფრანგეთის რეგულაციებია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ამ ორმა სახელმწიფომ სხვა ქვეყნების ონლაინ ოპერატორებს, მათ შორის ესპანურსაც, საკუთარ ბაზარზე შესვლის უფლება მისცეს.