შვედეთში, პოკერის ბოტის გამოყენებაში ბრალდებულები გაამართლეს

პოკერის ბოტების, იგივე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, ნებისმიერი მოთამაშე მძიმე კანონდარღვევად და აფიორად ჩათვლიდა. თუმცა, შვედეთის სააპელაციო სასამართლოს, როგორც ჩანს, განსხვავებული მოსაზრება აქვს. 

2013 წელს, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული პოკერ-რუმის, Svenska Spel-ის ადმინისტრაციამ, 5 აქტიური ბოტი აღმოაჩინა, რომელიც რუმის მომხმარებლებს დიდ ზიანს აყენებდა. შედეგად, საიტის ადმინისტრაციამ 14 ექაუნთს აქტიური სტატუსი შეუჩერა, დაზარალებულ 25.300 მოთამაშეს $450.000 დოლარამდე აუნაზღაურა, ხოლო საქმე ადგილობრივ პოლიციას გამოსაძიებლად გადასცა. Svenska Spel-მა, საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომლის თანახმადაც 5 ბრალდებულს, პოკერ-რუმისთვის, $300.000 დოლარამდე ზარალი უნდა აენაზღაურებინა. სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ სცნო და მათ პირობითი სასჯელი დაუწესა. 

სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც ბრალდებულთათვის, ასევე პროკურორებისთვისაც, რომლებმაც გადაწყევტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ კი, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, პირველადი დასკვნა ბათილად სცნო. მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეები აშკარად იყენებდნენ ხელოვნურ ინტელექტს, არ ფიქსირდებოდა ფაქტი, რომლის მიხედვითაც ბრალდებულების ქმედებამ სხვა მოთმაშეებს, ან თავად ონლაინ კაზინოს რაიმე ზარალი მიაყენა. 

ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ონლაინ რეგულარებს შორის. ბევრი სვამს კითხვას: რამდენად დაიცავს კანონი იმ მოთამაშეებსა და ონლაინ კაზინოებს, რომლებიც პოკერის ბოტების გამოყენებისა და სხვა ელექტრონული მაქინაციის მსხვერპლნი გახდნენ? ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, უკანასკნელი წლების განმავლობაში, უამრავი მოთამაშისა და პოკერ-ოპერატორის სერიოზული პრობლემა გახდა. გასულ წელს, იგივე პრობლემები 'პოკერსტარსსაც' შეექმნა, რის გამოც საიტის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების ზომები არნახულ ზღვრამდე გაამკაცრა. 

რუმები

ქართული უცხოური