ინტერვიუ გრეგ რეიმერთან

გრეგ რეიმერს, პოკერის მოყვარულთათვის, წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. 2004 წლის WSOP მეინ ივენთის გამარჯვებული უკვე 10 წელზე მეტია ამერიკული პოკერის სივრცეში აქტიური მოთამაშეა. Handon Mob-ის ინფორმაციით, მისმა ლაივ ტურნირებში გამომუშავებულმა თანხამ $7.5 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ჩვენ გთავაზობთ PokerNews-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს, რომელიც გრეგ რეიმერის სამომავლო გეგმებს უკავშირდება. 

"მე ჩრდილოეთ კაროლინაში ვცხოვრობ. ამიტომაც, იმის შესაძლებლობა, რომ გამუდმებით პოკერში ვიყო ჩართული, როგორც უამრავი რეგულარული მოთამაშე, არ მაქვს, - ამბობს 2004 წლის მსოფლიო ჩემპიონი, - ტურნირების სათამაშოდ ბევრი მოგზაურობა მიწევს. წლის ნახევარზე მეტს სწორედ ტურნირებს ვუთმობ, ამიტომაც მშობლიურ ქალაქში იშვიათად ვარ. უკანასკნელი პერიოდი არცისე წარმატებული მქონდა: Seniors Event-ზე მხოლოდ $150 დოლარი მოვიგე."

51 წლის პროფესიონალმა მოთამაშემ, ინტერვიუში, ისიც გაამხილა თუ როგორ და რის მიხედვით ირჩევს ტურნირებს: "ტურნირების არჩევის დროს ორი მიზეზი მაქვს: ზოგიერთ ლაივ ივენთზე სემინარის ჩატარების საშუალება მეძლევა. პოკერ-რუმებისთვის ეს ერთგვარი მარკეტინგული სვლაა, რომლითაც უფრო მეტი დამწყები მოთამაშე ინტერესდება, შესაბამისად ტურნირების ლაინაფიც, საპრიზო ფონდთან ერთად იზრდება. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ შესაძლოა რომელიმე კაზინომ სასტუმროსა და სამოგზაურო ხარჯები, ტურნირის ბაი-ინთან ერთად აანაზღაუროს. რა თქმა უნდა, მეც იმ ტურნირს დავესწრები, რომლის ხარჯებსაც ანაზღაურებენ."

ცოტა ხნის წინ გრეგ რეიმერმა 2016 წლის WSOP-ის მეინ ივენთის ადგილი გაყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები დებენ გარკვეულ თანხას მის ბაი-ინში, ხოლო რეიმერის მოგების შემთხვევაში, ისინი, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ - "გასულ წელს, WSOP-ზე, უამრავმა ადამიანმა გააკეთა ინვესტიცია, მაგრამ მე მოგება ვერ შევძელი. შესაბამისად - ამ ადამიანებმაც ვერაფერი მიიღეს, მაგრამ მათ ისევ სურთ ჩემში ფულის ჩადება. ეს მხოლოდ მოგების მიღების მიზნით არ კეთდება. შესაძლო ანაზღაურების გარდა, ამ ადამიანებს საშუალება აქვთ გაეცნონ ჩემს პირად ბლოგს, იმ სტატიებს, რომლებშიც მნიშვნელოვან ხელებსა და რთულ სიტუაციებს განვიხილავ. ამასთან ერთად, მათ შეუძლიათ დიდი ტურნირების შიდა საზმარეულოში და კულუარებში ჩაიხედონ, რაც გარედან ასე ადვილად არ ჩანს."

რეიმერმა, ულიმიტო ჰოლდემის გარდა, სხვა თამაშებზეც ისაუბრა - "ულიმიტო ჰოლდემი არაჩვეულებრივი სატურნირო თამაშია. რაც შეეხება ქეშ გეიმებს, აქ ლიმიტირებული ვერსია ბევრად ჯობია. ლიმიტირებული ჰოლდემი საუკეთესოა ქეშ-გეიმისთვის, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა დროსა და სტადის ტიპის თამაშები. ტურნირებს რაც შეეხება, აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ლიმიტირებული სატურნირო თამაშები ბევრად რთულია, რადგან როგორი კარგი სტრუქტურაც არ უნდა იყოს, საშუალო სტეკი, ბლაინდების მიხედვით, გაცილებით პატარაა ლიმიტირებულ ტურნირზე, ვიდრე ულიმიტოზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოკლევადიანი იღბალი გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამიტომაც ტურნირებზე ულიმიტო ჰოლდემს ვანიჭებ უპირატესობას."

რუმები

ქართული უცხოური