პოკერის საუკეთესო ბოტი

ბოტი სახელად Baby Tartanian 8 (BT8) შესაძლოა მსოფლიოში საუკეთესო პროგრამა იყოს, რომელიც 'პოკერის თამაშით ირჩენს თავს'. BT8-მა ბოტებისთვის სპეციალურად შექმნილ, ყოველწლიურ პოკერის ჩემპიონატში მოიპოვა გამარჯვება. კარნეგი მელონის უნივერსიტეტში, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ასოციაციის მიერ, მსგავსი ჩემპიონატი უკვე რამდენიმე წელია ტარდება. წლევანდელ ტურნირში 11 მანქანა ღებულობდა მონაწილეობას. 

BT8 კომპიუტერული მეცნიერების ასპირანტის, ნოამ ბრაუნისა და მისი მეგობრის, კომპიუტერული მეცნიერების პროფესორის, ტომას სენდჰოლმის მიერ შეიქმნა. მანქანის მთავარი მიზანი იყო, მინიმალური და შეზღუდული ინფორმაციის პირობებში, ოპტიმალური და მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილებები მიეღო. რთული მისახვედრი არ არის, რომ BT8-ის წინამორბედის სახელი Tartanian 7-ია. BT8 სწორედ ამ მოდელის საფუძველზე აიგო, თუმცა მისი შექმნა, მეცნიერებმა, ნულიდან დაიწყეს. ტურნირის მოთხოვნის გამო, გამომგონებლები იძულებულები იყვნენ BT8-ის ალგორითმები შეემცირებინათ. სწორედ ამის გამო, მათი მთავარი ამოცანა მანქანის პროცესორის სიჩქარის გაზრდა გახდა. 

"BT8-ის ალგორითმები სპეციალურად პოკერისთვის არ არის შექმნილი, - განმარტავს ნოამ ბრაუნი, - მისი ფუნქციების მორგება ნებისმიერ სტრატეგიულ ურთიერთქმედებაზეა განსაზღვრული, სადაც ჩვენ რამდენიმე მოქმედი სუბიექტი და ასიმეტრიული ინფორმაცია გვაქვს." ასიმეტრიული ეწოდება ისეთ ინფორმაციას, როდესაც ერთი სუბიექტი ფლობს გარკვეულ მონაცემებს, ხოლო დანარჩენები არა. სიტუაციის სადემონსტრაციოდ პოკერის მაგიდა საუკეთესო იქნება, სადაც ყოველმა მოთამაშემ იცის საკუთარი კარტი, მაგრამ საერთო ინფორმაცია მხოლოდ მაგიდაზე დადებულ კარტებს მოიცავს. თუ პოკერს გავცდებით, იგივე მდგომარეობა შეიძლება დადგეს, მაგალითად, სხვადასხვა სახის მოლაპარაკებების დროს. 

"ჩვენი მთავარი მიზანი იყო ალგორითმების ისე შემცირება, რომ გადაწყვეტილების მიღება მაქსიმალურად გაადვილებულიყო. პოკერი ისეთი თამაშია, სადაც უამრავი არჩევანი გაქვს, მაგრამ პოკერშიც არსებობს სიტუაციები, სადაც რამდენიმე მოქმედება ავტომატურად გამოირიცხება და მასზე ფიქრი და განხილვა დროს დაგვაკარგინებს" - ამბობს ბრაუნი. მისი მთავარი ინსპირატორი ლეგენდარული დაპირისპირება იყო, რომელიც 2015 წლის მაისში, ხელოვნურ ინტელექტ Claudico-სა და ოთხ საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშეს შორის გაიმართა. მაშინდელი ბრძოლა ადამიანების გამარჯვებით დასრულდა. ნოამ ბრაუნს იმედი აქვს, რომ მისი გამოგონება Claudico-ზე ბევრად ძლიერია და ის ოდესმე საუკეთესო მოთამაშეებს გაუწევს წინააღმდეგობას. "ხელოვნური ინტელექტი დავამარცხეთ, მაგრამ ახლა მთავარი მიზანი რეალური და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების დამარცხებაა. ვფიქრობ, ამის მიღწევას 1-2 წელში შევძლებთ" - ამბობს ნოამ ბრაუნი. 

რუმები

ქართული უცხოური