უკვე მე-9 კვირაა, რაც სტივ ო'დუაიერი GPI-ის რეიტინგს ლიდერობს
GPI (Global Poker Index) ყოველკვირეულად აქვეყნებს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების სიას, რომელიც კონკრეტული მოთამაშის უკანასკნელი 13 საუკეთესო შედეგის მიხედვით მინიჭებული ქულებით განისაზღვრება. GPI-ის ამჟამინდელი საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. სტივ ო'დუაიერი - უცვლელი პოზიცია
2. ბაირონ კავერმანი - უცვლელი პოზიცია
3. ბრინ კენი - დაწინაურდა 2 პოზიციით
4. ჯეისონ მერსიერი - ჩამოქვეითდა 1 პოზიციით
5. ნიკ პეტრანგელო - ჩამოქვეითდა 1 პოზიციით
6. დომინიკ ნიცშე - უცვლელი პოზიცია
7. კონორ დრინანი - დაწინაურდა 1 პოზიციით
8. ანტონი ზინო - ჩამოქვეითდა 1 პოზიციით
9. დევიდ პიტერსი - დაწინაურდა 2 პოზიციით
10. სტივენ ჩედვიკი - დაწინაურდა 6 პოზიზიციით
როგორც ვხედავთ, სტივ ო'დუაიერი უკვე მე-9 კვირაა საუკეთესო მოთამაშეების ათეულის სათავეშია. პოკერის ქართველი მოყვარულები, ო'დუაიერის თბილისური ვოიაჟის შესახებ, საქმის კურსში იქნებიან. ლეგენდარული მოთამაშე საქართველოს დედაქალაქს WSOP Circuit Tbilisi 2016-ზე დასასწრებად ეწვია. რამდენიმე წარუმატებელი ტურნირის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ო'დუაიერის კავკასიური მოგზაურობა ნაყოფიერი აღმოჩნდა - მან $2.200 დოლარიანი ჰაიროლერი, $31.500 დოლარით პირველი ადგილისთვის და WSOP-ის პირველი ოქროს ბეჭედი მოიგო.
უნდა ითქვას, რომ GPI-ის რენკინგში პირველი ადგილის შესანარჩუნებლად, საქართველოში გამომგზავრება და რომელიმე ტურნირის მოგება, ნამდვილად არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა. იანვარში, ო'დუაიერმა $250.000 დოლარიანი Aussie Millions LK Boutique მოიგო და მეორე ადგილზე მყოფი ბაირონ კავერმანთან კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები.
რაც შეეხება მესამეადგილოსან ბრინ კენის - $25.000 დოლარიანი Aria High Roller-ის მოგების შემდეგ, ის 2 ადგილით დაწინაურდა. მის მიერ მოგებულ ტურნირზე, 44 მონაწილე დარეგისტრირდა, პირველი ადგილისთვის კი, მას, $422.000 დოლარი ერგო. მისი საუკეთესო პოზიცია, GPI-ის რეიტინგში მე-2 იყო, რომელსაც იგი 2015 წლის იანვარში იკავებდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის შემდეგ, ბრინ კენი 12-ე ადგილს არ ჩამოცდენილა, ხოლო 15 თვის განმავლობაში ტოპ ათეულში იმყოფება.
ათეულში ორი ახალი სახელია: დევიდ პიტერსი, რომელმაც ბრინ კენის მიერ მოგებულ $25.000 Aria High Roller-ში მე-4 პოზიცია დაიკავა და სტივენ ჩედვიკი, რომელსაც ათეულში დაბრუნებაში WPT L.A. Classic-ზე მოპოვებული რამდენიმე საპრიზო ადგილი დაეხმარა.