'ფულ ტილტი' მოთამაშეებს დაკარგული ფულის ნაწილს უბრუნებს
ე.წ. 'შავი პარასკევის' შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პოკერ-რუმი, 'ფულ ტილტი' გაკოტრებულად გამოცხადდა, რის შედეგადაც, ონლაინ კაზინოს მაშინდელმა ადმინისტრაციამ კოლოსალური თანხა, მილიარდნახევარი დოლარი მიისაკუთრა.
როგორც ცნობილი ხდება, ძველი 'ფულ ტილტისგან' მოთამაშეები იმ დაკარგული თანხის ნაწილს მიიღებენ, რომლებიც მათ ანგარიშებიდან 2011 წელს გაქრა. FullTiltClaims.com-ზე, საიტზე რომელსაც Garden City Group-ის მფლობელობაშია, გაჩნდა ინფორმაცია, რომ 1.180-მდე პეტიცია $2.6 მილიონი დოლარით იქნება დაკმაყოფილებული, რაც თითო ხელმომწერისთვის $2.200 დოლარს შეადგენს.
თანხა სამი კატეგორიის მოთამაშეებს დაუბრუნდებათ: 'ფულ ტილტის' მომხმარებლებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მათი ექაუნთებიდან თანხა გაქრა; 'ფულ ტილტის' მომხმარებლებს, რომლებმაც გაასაჩივრეს მათი ექაუნთებიდან თანხის გაქრობა; 'ფულ ტილტის' ე.წ. მეგობრებსა და მოთამაშეებს, რომლებიც საიტზე პროფესიონალების სახელით იყვნენ ცნობილნი. თანხის პირველი ნაკადი, საიტის პროფესიონალ მოთამაშეებს, 2015 წელს დაუბრუნდათ. თავდაპირველად, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი უარს ამბობდა მათთვის დაკარგული თანხების დაბრუნებაზე. შემდეგ კი, ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და 'ფულ ტილტის მეგობრებისთვის' მიყენებული ზარალის ანაზრაურებაზე დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება გამოაქვეყნეს.
საიტის მომხმარებლების პრეტენზიების დაკმაყოფილების პირველი ნაკადი, 2014 წელს განხორციელდა - ე.წ. 'შავი პარასკევიდან' სამი წლის შემდეგ. უკანასკნელი ნაკადი კი გასული წლის ოქტომბრით თარიღდება, როდესაც საიტზე 1.900-მდე ხელმოწერა შეგროვდა. მაშინ, ხელმომწერთა 92% დაკმაყოფილდა, საერთო თანხამ კი $5.5 მილიონი დოლარი შეადგინა.