Global Poker League-ის გუნდების განხილვა: New York Rounders

როგორც ჩანს, Global Poker League, 'მანიმეიკერის ეფექტის' შემდეგ კიდევ ერთი ახალი აღმოჩენა იქნება, რომელიც პოკერს უფრო პოპულარულსა და ადვილად ხელმისაწვდომს გახდის. პერიოდულად, ჩვენ ვეცდებით გაგაცნოთ ყოველი გუნდის თითოეული წევრი, მათი წარსული მიღწევები და ამჟამინდელი სტატუსი. 

როგორც American Poker Awards-ის მიერ დასახელებული საუკეთესო პოკერის მიმომხილველი, დონი პიტერსი წერდა, Global Poker League-ის (GPL) მენეჯერებს საკუთარი გუნდების მოთამაშეები არა მათი შესაძლებლობებით, არამედ მათი პერსონალური მახასიათებლებით უნდა შეერჩიათ. New York Rounders-ის მენეჯერმა, ბრინ კენიმ აშკარად გაითვალისწინა პიტერსის ეს რჩევა და მის მიერ წარმოდგენილი გუნდი ყველაზე სახალისო და გამორჩეული მოთამაშეებით დააკომპლექტა. 

თავად ბრინ კენი, პოკერის სამყაროში, საკმაოდ ცნობადი სახეა, $9.2 მილიონიანი კარიერული მოგებით. კენიმ, გემბლინგის ხანგრძლივ და რთულ გზაზე, ონლაინ პოკერით აიდგა ფეხი. ის საკმაოდ გამოცდილი და დახვეწილი მოთამაშეა, რომელმაც GPL-ის განსხვავებულ ფორმატთან ადაპტირება ადვილად უნდა მოახერხოს. იგივეს თქმა შეიძლება მისი გუნდის წევრებზე.

ჯეისონ მერსიერი, ბრინ კენის პირველი არჩევანი იყო და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ეჭვი არავის შეპარვია. მერსიერი, პოკერის ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ ითვლება, როგორც ონლაინ, ისე ლაივ პოკერში. თუ საქმე თამაშის სხვადასხვა სახეობებზე მიდგა, მისი კონკურენტობა მხოლოდ ფილ აივის თუ შეუძლია. მისთვის არც კამერებია უცხო და არც სატელევიზიო ტრანსლაციები. ჯეისონ მერსიერი, ზოგადად GPL-ის გუნდების წევრებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესოა. 

ბრინ კენის მეორე არჩევანი ტომ მარჩისი იყო, რომელიც პოკერის მოყვარულებისთვის ცნობილია მეტსახელით "kingsofcards", რასაც ის ონლაინ პოკერის კარიერის დროს იყენებდა. ამჟამად, მარჩისი, უმეტესწილად ლაივ თამაშებზეა გადართული. პოკერის ტურნირებისთვის მოგზაურობას, ის, Aria-ში გამართულ ჰაიროლერ ტურნირებზე დასწრებას ამჯობინებს, რომელთა ბაი-ინი $25.000-დან $50.000 დოლარამდე მერყეობს. საინტერესოა როგორ გავლენას იქონიებს GPL-ის ტურნე მარჩისზე, რომლის უკანასკნელი საპრიზო ადგილი, შეერთებული შტატების გარეთ, 2010 წლით თარიღდება. 

GPL-ისთვის კიდევ ერთი კარგი მარკეტინგული გათვლა, Rounders-ის შემდეგი წევრი, კევინ მაკფია. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დროს ის მხოლოდ კარტებზეა კონცენტრირებული, მაკფი საკმაოდ ხელმისაწვდომი და გახსნილია ჟურნალისტებთან. ის იმ კატეგორიის მოთამაშეებს მიეკუთვნება, რომლებიც არასდროს ამბობენ უარს გართობაზე და პუბლიკასთან, თუნდაც მათთვის უცნობ პოკერის მოყვარულებთან კონტაქტზე. მის ანგარიშზე, მხოლოდ ლაივ სატურნირო მოგებებში, $5.45 მილიონი დოლარი ირიცხება, EPT-ის ტიტულთან და WSOP-ის 2 სამაჯურთან ერთად. ონლაინ პოკერს რაც შეეხება, კევინ მაკფის მოგება, $7.1 მილიონ დოლარს შეადგენს. 

New York Rounders-ის მეოთხე წევრი ჯეისონ ვილერია - მოთამაშე, რომელიც არასდროს ამბობს უარს პოკერის გამო მოგზაურობაზე. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ის ონლაინ გრაინდინგითაა დაკავებული. 2013 წელს, ვილერი, ინტერნეტ პოკერში გამომუშავებული $7.15 მილიონი დოლარით, ყველაზე წარმატებულ მოთამაშეებს შორის მე-2 პოზიციაზე მოხვდა. ლაივ ტურნირებზე, ვილერის კარიერა $2.712 მილიონ დოლარს ითვლის, WSOP Circuit-ის ტიტულთან ერთად. 

დიდი შანსია, რომ ბრინ კენიმ, სათადარიგო მოთამაშეებს შორის, საკუთარი თავი დაასახელოს. მეორე სათადარიგო მოთამაშედ, კენიმ, შესაძლოა კიდევ ერთი ხმაურიანი მოთამაშე ჯასტინ შვარცი აიყვანოს. 

რუმები

ქართული უცხოური