WSOP კანადაში ბრუნდება

7 აპრილს, WSOP-ის მეინ ივენთის ერთადერთმა კანადელმა გამარჯვებულმა, ჯონათან დუჰამელმა, The Société des Casinos du Québec-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ის, WSOP Circuit-სა და კვებეკის სათამაშო ბიზნეს-ელიტას შუამავლობას გაუწევს. რამდენიმე წლის განმავლობაში, კანადაში, WSOP-ის ივენთი პირველად გაიმართება. 

The Société des Casinos du Québec (SCQ) კვებეკის 4 კაზინოს უწევს ორგანიზებას, მათ შორის Casino de Montréal-საც. ის Loto-Québec-ის შვილობილი კომპანიაა. მისი კონტროლის სფეროში, ასევე, კვებეკის ერთადერთი ონლაინ პოკერ-რუმი, Espacejeux შედის. კონტრაქტის მიხედვით, WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულს სწორედ ამ პოკერ-რუმის მაგიდებზეც ვიხილავთ. "WSOP-ის მასპინძლობა, ჩვენთვის დიდი პატივია - ამბობს The Société des Casinos du Québec-ის მარკეტინგის განყოფილების უფროსი, ფრანსუა ჰენში, - ეს ღონისძიება WSOP-ის კანადაში დაბრუნებას ეძღვნება. ძალიან გვიხარია, რომ WSOP-ისა და კანადის თანამშრომლობაში მთავარ როლს პოკერის სფეროში ყველაზე ცნობილი კანადელი, ჯონათან დუჰამელი ასრულებს."

კანადური WSOP სტარტს 20 აპრილს აიღებს და პირველ მაისამდე გაგრძელდება. პოკერის ფესტივალზე 12 ოქროს ბეჭედი იქნება გათამაშებული. დაჯილდოების ცერემონიაში, მთავარი როლი სწორედ დუჰამელს ერგო - გამარჯვებულებს, პრიზებს, სწორედ ის გადასცემს. ლაივ ტურნირების გარდა, ასევე იგეგმება ორი ონლაინ ივენთი, რომელიც Espacejeux-ზე გაიმართება. როგორც ლაივ, ისე ონლაინ თამაშებში, რა თქმა უნდა, კანადელი მსოფლიო ჩემპიონიც მიიღებს მონაწილეობას. 

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს, დუჰამელმა, WSOP-ის მეინ ივენთი და $9 მილიონი დოლარი მოიგო. ის ერთადერთი კანადელია, რომელმაც მსოფლიო პოკერის ასპარეზზე ასეთ წარმატებას მიაღწია. მას შემდეგ, დუჰამელმა, თავის კარიერას კიდევ ორი ოქროს სამაჯური შეჰმატა. 

რუმები

ქართული უცხოური