პოკერის მოთამაშეები საპრეზიდენტო კანდიდატებს განიხილავენ

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დანიშნული თარიღის მოახლოებასთან ერთად, კანდიდატების შესაძლებლობების შესახებ, სულ უფრო მეტი მოთამაშე გამოთქვამს საკუთარ აზრს.

რამდენიმე კვირის წინ, 'პოკერსტარსის' სახემ და მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, დენიელ ნეგრანუმ, PokerListing-თან მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპის შანსებზე ისაუბრა. კითხვაზე, რამდენად აქვს ტრამპს გამარჯვების შანსი, ნეგრანუმ უპასუხა: "მას არავითარი შანსი არ გააჩნია! მის წინააღმდეგ ძალიან დიდ ფულს დავდებდი. სიმართლე რომ ითქვას, ასეც მოვიქცევი. 1950 წლებში, შეერთებულ შტატებში, სამსახურის შოვნა გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე დღეს. ყველაფერი შეიცვალა, მათ შორის დასაქმებისა და მომსახურების სფერო. ადამიანები კი ყოველთვის ვინმეს ეძებენ, რათა მათი წარუმატებლობა დააბრალონ. ტრამპის აზრით, ამერიკელების უმუშევრობის მთავარი პრობლემა შეერთებული შტატების მუსლიმი მოსახლეობა და მექსიკელები არიან. ეს უბრალოდ სასაცილოა! მისი წინასაარჩევნო აგიტაცია და პროპაგანდა არაფრით განსხვავდება ჰიტლერის პროპაგანდისგან." ნეგრანუ, ფულის დადებას, ჰილარი კლინტონის გამარჯვებაზე აპირებს. მისი აზრით, ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც კლინტონის დამარცხება შეუძლია, მარკო რუბიოა. 

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქეშ-გეიმერი, ლეგენდარული ბარი გრინშტეინი დონალდ ტრამპს სუსტ მოთამაშეს უწოდებს: "ის ვერასდროს გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მას ამის მათემატიკური შანსიც კი არ აქვს. როგორ შეიძლება არჩევნების მოგება, როდესაც მოსახლეობის ისეთ ნაწილს რიყავ საკუთარი ამომრჩევლებისგან, როგორც ლათინური და აზიური წარმოშობის მოქალაქეები, მუსლიმი მოსახლეობა და ქალები არიან? ძალიან ბევრი დემოკრატი ვიცი, ვისაც სურს, რომ რესპუბლიკელებს დონალდ ტრამპი წარმოადგენდეს. მისი დამარცხება ყველაზე ადვილი იქნება. ბევრი, მას, ადოლფ ჰიტლერს ადარებს. რეალურად კი ის კიმ ჩენ ინის (ჩრდილოეთ კორეის ლიდერი) ამერიკული ვერსიაა და მეტი არაფერი."

ერთი კვირის წინ, FoxNews-ზე, 2006 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული, ჯეიმი გოლდი იყო მიწვეული, ფსონებისა და ბეთინგის ექსპერტის სტატუსით. გოლდის აზრით, გამარჯვების საუკეთესო შანსები ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს აქვთ. "მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში მსგავსი ფსონების გაკეთება ოფიციალურად აკრძალულია, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული საიტების დახმარებით, მსგავსი საქმიანობა მაინც ხორციელდება. საარჩევნო კანდიდატებზე ფსონის დადება, ჯერ კიდევ რომაული რესპუბლიკის დროიდან იღებს სათავეს. ასე რომ, ამაში განსაკუთრებული არაფერია. წინასაარჩევნო რეიტინგები ბევრს არაფერ სიძლევა - ამომრჩეველმა შეიძლება პოზიცია შეიცვალოს, მისი სასურველი კანდიდატი ღიად არ დაასახელოს, ან სულაც არჩევნებზე მისვლა დაეზაროს. ამიტომაც, მსგავსი გამოკითხვები არცისე სანდოა. მაგრამ როცა ადამიანები თავიანთ ფავორიტზე ფულს დებენ, მაშინ ყველაფერი იცვლება - მან დანამდვილებით იცის ვის მისცემს ხმას და ის ყველაფერს გააკეთებს, რათა დადებული ფული მოგებასთან ერთად დაიბრუნოს. დღევანდელ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, თუ თქვენ ჰილარი კლინტონზე $140 დოლარს დადებთ, მხოლოდ $100-ს მოიგებთ - რაც იმას ნიშნავს, რომ მას გამარჯვების საკმაოდ დიდი შანსები აქვს. ხოლო თუ $100 დოლარიან ინვესტიციას დონალდ ტრამპის მოგებაში ჩადებთ, უკან $250 დოლარი დაგიბუნდებათ. თუმცა არსებობს ისეთი კანდიდატები, რომლებზე დადებაც $10.000 დოლარს იძლევა, მაგალითად, მიტ რომნი."

რუმები

ქართული უცხოური