Global Poker League - მეორე კვირა: პარიზი და მონრეალი წინ მიიწევენ

დასრულდა Global Poker League-ის მეორე კვირა. სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება და საინტერესო ხდება. გასული შვიდი დღე განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა Montreal National-ისთვის, ამერიკულ კონფერენციაში, და Moscow Wolverine-ისთვის, ევრაზიულ კონფერენციაში. ორივე გუნდი ორი ადგილით დაწინაურდა, რაც ინდივიდუალურ შედეგს იძლევა - მონრეალის გუნდს, ორი ადგილით დაწინაურებამ, ლიდერის პოზიცია მოიტანა; ხოლო მოსკოველებისთვის, რომლებიც ევრაზიულ კონფერენციაში ბოლო ადგილს იკავებდნენ, გუნდი შუა პოზიციებზე გადაიყვანა, რამაც საგრძნობლად გაუუმჯობესა პირველობისკენ მიმავალი პერსპექტივა. 

მოსკოველების ორადგილიანი დაწინაურების მიუხედავად, ევრაზიულ კონფერენციაში, ყველაზე წარმატებული გუნდი Paris Aviators აღმოჩნდა, რომელმაც მთლიანობაში 15 ქულა დააგროვა და წინა კვირის ლიდერს, Hong Kong Stars-ს ერთი ადგილით გაუსწრო, რაც პირველობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. 

კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც პირველ კვირასთან შედარებით უკეთ იასპარეზა, Berlin Bears იყო. დენიელ კეიტსის წარუმატებლობების შემდეგ, დომინიკ ნიცშემ გუნდს 12 ქულა მოუტანა. შეჯიბრის ჰედს-აპის ნაწილში, Berlin Bears-მა კიდევ 6 ქულა დააგროვა და პირველი კვირის ერთ-ერთ ლიდერს, Rome Emperors-ს ერთი ადგილით გაუსწრო. საბოლოოდ, ადგილები ასე გადანაწილდა:

ამერიკული კონფერენცია

ადგილიგუნდიქულებიმოგებები
1Montreal Nationals293
2New York Rounders253
3Los Angeles Sunset232
4Las Vegas Moneymakers210
5San Francisco Rush152
6Sao Paolo Metropolitans130

ევრაზიული კონფერენცია

ადგილიგუნდიქულებიმოგებები
1Paris Aviators303
2Hong Kong Stars232
3Moscow Wolverines192
4London Royals192
5Berlin Bears181
6Rome Emperors170

 

თეგები
პოკერი GPL

რუმები

ქართული უცხოური