რონალდო პროფესიონალურ პოკერში ერთვება

ემერსონი, მას, ' ყველაფერში საუკეთესოს' ეძახდა; ალესანდრო ნესტას მონათხრობით, ის ყველაზე რთული შემტევი იყო, რომელსაც ოდესმე დაპირისპირებია; ხოლო როგორც ბობი რობსონი ამბობდა, ის ყველაზე სწრაფი 'რამ' იყო, რომელსაც ბურთის ფლობა შეეძლო. როგორც ჩანს, რონალდო, მართლაც წარმოუდგენლად მიზანდასახული ადამიანია, რომელიც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, პოკერში აქტიურად ერთვება. 

მონაკოში გამართულ PokerStars&Monte-Carlo Casino EPT Grand Final-ს, სხვა ცნობილ ადამიანებთან და სპორტსმენებთან ერთად, ლეგენდარული ფეხბურთელიც ესწრებოდა. "უკვე სამი წელია, რაც 'პოკერსტარსთან' ვთანამშრომლობ, - თქვა ტურნირის მსვლელობისას რონალდომ, - წელიწადში რამდენიმე ტურნირის თამაშის საშუალება მეძლევა. ეს ივენთი კი ისეთი იყო, რომლის გამოტოვებაც არ შეიძლებოდა. არაჩვეულებრივი ადგილია, მაგრამ საქმეს ის ართულებს, რომ ივენთში უამრავი პროფესინალი მოთამაშე მონაწილეობს."

ფეხბურთი სპორტის იმ სახეობებს მიეკუთვნება, რომელიც ფიზიკურ მომზადებასთან ერთად, მორალურ სიმტკიცესა და აზარტულ შემართებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, პოკერში ფსიქოლოგიური ასპექტები გაცილებით დიდ როლს ასრულებენ, ვიდრე ფიზიკურად აქტიურ სპორტის სახეობებში, მაგრამ წარმატებული პოკერის მოთამაშეები ძალიან გვანან სახელგანთქმულ სპორტსმენებს - ორივე კატეგორიის ადამიანებში, მთავარ როლს, შრომისმოყვარეობა და წარმატებისკენ სწრაფვა ასრულებს. 

"მე ფეხბურთს საერთოდ აღარ ვთამაშობ, მეგობრებთანაც კი. აზარტის წყურვილს კი პოკერი მიკლავს. გუშინ, ტურნირის დაწყებიდან, ზუსტად ერთი საათის ინტერვალში ყველაფერი წავაგე. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, რადგან ამ ტურნირზე დიდი გეგმები მქონდა. შარშან PokerStars Caribbean Advanture-ზე ვთამაშობდი, ბაჰამის კუნძულებზე, და 900 მონაწილიდან 26 ადგილამდე მივაღწიე. სწორედ მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს სატურნირო თამაში და რამდენიმე ასეულ ადამიანში კარგი შედეგის ჩვენება."

€5.300 ევროიან მეინ ივენთზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ბრაზილიელმა, €150 ევროიან რე-ბაი ტურნირში მიიღო მონაწილეობა. როგორც ჩანს, მისმა შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო - 100 ენტრანტიდან, რონალდომ, მე-6 ადგილი დაიკავა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რონალდო €25 ევროიან ივენთშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უმეტესწილად მედიის წარმომადგენლებს ეთმობა. მართალია, მეინ ივენთთან შედარებით, ამ ივენთების ბაი-ინები ბევრად დაბალია, მაგრამ ბრაზილიელი ფეხბურთელი ერთნაირი სერიოზულობით უდგება ნებისმიერი ლიმიტის თამაშს. 

"ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება მართლაც კარგი მოვლენაა. მაგრამ ბრაზილიას დღეს უამრავი პრობლემა აქვს. ჩვენთან ახლა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია. უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორ შეიცვალა ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის მდგომარეობა სხვადასხვა დროს. იმედი მაქვს, რომ სასიკეთო ცვლილებები ბრაზილიასაც დაეტყობა." შეგახსენებთ, რომ წლევანდელ საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებს, სწორედ ბრაზილია მასპინძლობს. 

რუმები

ქართული უცხოური