მორის ჰოუკინსი WSOP Circuit-ის ორ მეინ ივენთს ზედიზედ იგებს

მორის ჰოუკინსი შეიძლება უცხო სახელი იყოს ევროპელი პოკერის მოყვარულებისთვის, მაგრამ ამერიკულ პოკერის წრეებში ყველამ იცის, რომ ის ერთ-ერთი ვეტერანი გრაინდერია. თუ დაბალი და საშუალო ბაი-ინების ტურნირებზე რეგულარულ თამაშს აპირებთ, მაგრამ გადაწყვეტილებაში ეჭვი გეპარებათ, მორის ჰოუკინსი სწორედ ის ადამიანია, რომელიც წარმატებული სატურნირო კარიერის ნათელ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ. $2.2 მილიონი დოლარის მოგების გარდა, ჰოუკინსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა: სულ ცოტა ხნის წინ, ის, პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც WSOP Circuit-ის მეინ ივენთის მოგება ზედიზედ შეძლო. 

8 აპრილს, მან, $1.675 დოლარიანი WSOP Circuit Iowa მოიგო, $113.152 დოლარით პირველი ადგილისთვის, სადაც ჰოუკინსმა 321 მოთამაშეს შორის გაიმარჯვა. ამ მოვლენამდე ორი დღით ადრე, ჰოუკინსმა, $365 დოლარიანი საიდ ივენთი მოიგო, $19.477 დოლარით პირველი ადგილისთვის. ორი კვირის შემდეგ კი, ჰოუკინსი WSOP Circuit Cherokee-ის მეინ ივენთზე აღმოჩნდა, 1008 მოთამაშეს შორის და გამარჯვება კვლავ მას დარჩა. ამჯერად, მისმა დღიურმა ანაზღაურებამ $279.722 დოლარს მიაღწია. 

უკანასკნელი ივენთის ფინალურ მაგიდაზე, ჰოუკინსმა, ჩიპების რაოდენობით მე-8 პოზიციიდან დაიწყო თამაში. თუმცა, გამოცდილების წყალობით ჰედს-აპამდე მიაღწია. ფინალურ დაპირისპირებაში, ის, მაგიდაზე ერთადერთ ცნობილ მოთამაშესთან, WSOP-ის სამაჯურის მფლობელ ლივ ფორსთან აღმოჩნდა, მაგრამ 4-1 ჩიპების უპირატესობით გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. ამ ივენთის მოგებით, მის კარიერაში, WSOP-ის მე-7 ოქროს ბეჭედი ჩაიწერა. ის მხოლოდ ალექს მასეკს ჩამორჩება, რომელსაც 9 ოქროს ბეჭედი აქვს მოგებული. 

რუმები

ქართული უცხოური