Global Poker Index - სტივ ო'დუაიერი კვლავ პირველია
Global Poker Index (GPI) ყოველ კვირას აქვეყნებს მოთამაშეთა რეიტინგს, რომელიც შედგენილია მათი სატურნირო კარიერის უკანასკნელი სამწლიანი შედეგების მიხედვით. 2016 წლის PokerStars & Monte-Carlo Casino EPT Grand Final დასასრულს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორკვირიანმა სატურნირო სერიამ GPI-ის სიებში გარკვეული ცვლილებები გამოიწვია.
ბევრი არაფერი შეცვლილა მოწინავე პოზიციებზე, სადაც სტივ ო'დუაიერი უკვე 17-ე კვირაა პირველ ადგილს ინარჩუნებს. გასულ კვირას, €50.000 ევროიან Super High Roller-ზე, რომელიც ფაბიან კვოსმა მოიგო, ო'დუაიერმა მე-9 ადგილი დაიკავა. შესაბამისად, ის, ქულების გარეშე დარჩა. მიუხედავად ტურნირებზე მისი უკანასკნელი პერიოდის წარუმატებლობისა, რამაც მას ქულების დაგროვებაში ხელი შეუშალა, ის დამაჯერებლად ფლობს პირველ პოზიციას. უცვლელია ასევე ბრინ კენის პოზიციაც, რომელმაც მონაკოში რამდენიმე ტურნირზე მოახერხა ფულში შესვლა, მაგრამ ო'დუაიერის მსგავსად, ისიც GPI-ის ქულების გარეშე დარჩა. უნდა ითქვას, რომ GPI-ის რეიტინგებში, ეს მისი საუკეთესო მიღწევაა.
სამაგიეროდ, ფედორ ჰოლცის საკმაოდ სერიოზული აფსვინგის წყალობით, მოთამაშემ მე-8 ადგილიდან მე-3-ზე გადაინაცვლა. ამაში, მას, 4 საპრიზო ადგილი და 3 ფინალური მაგიდა დაეხმარა. GPI-ის რეიტინგებში, ფედორ ჰოლცის სახელი, 2 წლის წინ გამოჩნდა და ამ კვირაში დაკავებული მე-3 ადგილი მისი საუკეთესო შედეგია. ათეულის სხვა ნომინანტებსაც საკმაოდ კარგი კვირა ჰქონდათ: დომინიკ ნიცშემ €2.200 ევროიანი France Poker Series High Roller-ის ფინალურ მაგიდაზე ითამაშა და მე-8 ადგილი დაიკავა; €10.300 ევროიანი ჰაიროლერის მე-6 პოზიცია ერგო ანტონი ზინოს; ხოლო დევიდ პიტერსმა €50.000 ევროიანი Super High Roller-ზე მე-8 ადგილამდე მიაღწია.
უკანასკნელი კვირის GPI-ის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
პოზიცია | მოთამაშე | GPI-ის ქულა | ცვლილება |
1 | სტივ ო'დუაიერი | 4370 | - |
2 | ბრინ კენი | 4248 | - |
3 | ფედორ ჰოლცი | 4106 | +5 |
4 | ჯეისონ მერსიერი | 4030 | -1 |
5 | ნიკ პეტრანგელო | 3989 | - |
6 | დომინიკ ნიცშე | 3979 | -2 |
7 | კონორ დრინანი | 3910 | -1 |
8 | ანტონი ზინო | 3888 | -1 |
9 | ტომ მარჩესი | 3775 | - |
10 | დევიდ პიტერსი | 3696 | +1 |