Global Poker League - მეხუთე კვირის ლიდერები პარიზი და ნიუ იორკი არიან
რაც უფრო დრო გადის, Global Poker League-ის მიმდინარეობა, მით უფრო დაძაბული და საინტერესო ხდება. მეხუთე კვირისთვის, ამერიკის კონფერენციაში გაცილებით დიდი გადაადგილებებია, ვიდრე ევროპულში, თუმცა, ცვლილებები ორივე ნახევარსფეროში შეინიშნება.
ამერიკული კონფერენციის ლიდერბორდის სათავეში New York Rounders აღმოჩნდა, რომელმაც პირველ ადგილს 13 ქულის მოპოვების შედეგად მიაღწია. მაგრამ ამერიკულ ნახევარსფეროში მთავარი ხმაურის გამომწვევი გუნდი Sao Paulo Metropolitans აღმოჩნდა, რომელმაც 16 ქულა დააგროვა მეხუთე ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა. ბრაზილიური გუნდი, ნიუ იორკს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. 'მეტროპოლიტანსმა' 6-მაქსის 2 მატჩის ზედიზედ მეორე ადგილზე დასრულების წყალობით10 ქულა დააგროვა, ხოლო ტიაგო ნიშიჯიმამ, ტომ მარჩესთან ჰედს-აპ დაპირისპირებაში, გუნდს დამატებითი 6 ქულა მოუტანა. ამერიკულ კონფერენციაში, კვირის ყველაზე დიდი ვარდნა, Montreal Natiolas-მა განიცადა, რომელმაც წარუმატებელი 4 ქულიანი ასპარეზობის შედეგად, პირველი ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლეს.
ევრაზიის კონფერენციაში გუნდების ორმა წყვილმა გაცვალეს ადგილები: Paris Aviators მეორედან პირველ ადგილზე გადავიდა, და უკან ჩამოიტოვა გასული კვირის ლიდერი Moscow Wolverines. იგივე მანევრი გააკეთა London Royals-მა, რომელსაც ლივ ბურე უდგას სათავეში. ბრიტანელებმა მეხუთედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლეს, რომელიც გასულ კვირას Berlin Bears-ს ეკავა. ლონდონელებმაც და პარიზელებმაც 14-14 ქულა დააგროვეს. გასული კვირის მეორე საუკეთესო შედეგი, 13 ქულა, Rome Emperors-ს ეკუთვნოდა, თუმცა გუნდის რამდენიმეკვირიანი წარუმატებლობის გამო, იტალიელები, კონფერენციის ბოლო პოზიციაზე არიან. მეხუთე ადგილზე მყოფ ბერლინელებს, ისინი, სულ რაღაც 4 ქულით ჩამორჩებიან.
მეხუთე კვირის შედეგები ასე გამოიყურება:
ამერიკის კონფერენცია
ადგილი | გუნდი | ქულა | მოგება |
1 | New York Rounders | 59 | 5 |
2 | Sao Paulo Metropolitans | 55 | 3 |
3 ფრე | L.A. Sunset | 51 | 5 |
3 ფრე | Montreal Nationals | 51 | 5 |
5 | Las Vegas Moneymakers | 50 | 2 |
6 | San Francisco Rush | 49 | 5 |
ევრაზიის კონფერენცია
ადგილი | გუნდი | ქულა | მოგება |
1 | Paris Aviators | 65 | 7 |
2 | Moscow Wolverines | 64 | 6 |
3 | Hong Kong Stars | 51 | 4 |
4 | London Royals | 49 | 5 |
5 | Berlin Bears | 45 | 2 |
6 | Rome Emperors | 41 | 1 |