სიტუაცია SCOOP-ზე: შვარცის და ბიუქენენის მე-5 ტიტული; სამარტინოს დიდი მოგება

'პოკერსტარსზე' მიმდინარე 2016 წლის ონლაინ პოკერის საგაზაფხულო ჩემპიონატის (SCOOP) ნახევარზე მეტი უკვე გავლილია. მთლიანობაში, ტურნირების სერია 55 ივენთისგან შედგება, რომლებიც მაღალ, საშუალო და დაბალ ბაი-ინებად იყოფა და საერთო ჯამში 165 ტურნირის სხვადასხვა ლიმიტს წარმოადგენს. დასაწყისისთვის, ივენთების გაერთიანებული გარანტირებული პრაიზ პული $40 მილიონ დოლარი იყო, რაც შემდგომში კიდევ უფრო გაიზარდა. 

მიმდინარე SCOOP-ის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი 'ბრიტანელ ფილ ჰელმუტს' - ლუკ შვარცს უკავია. წელს, მან, SCOOP-ის მე-5 ტიტულის მოგება მოახერხა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილე შონ buck21 ბიუქენენი გახდა, რომელმაც, შვარცის მსგავსად, მე-5 ტიტულის მოგება მოახერხა. თუმცა, მისი ისტორია შვარცისგან იმით გამოირჩევა, რომ მიმდინარე წელს ეს მისი მეორე გამარჯვებაა. პირველად მან SCOOP-ის მე-14 ივენთი, $2.100 დოლარიანი ულიმიტო ომაჰა ჰაი-ლოუ მოიგო, $82.160 დოლარით პირველი ადგილისთვის; მეორე კი SCOOP-ის 24-ე ივენთი, $2.100 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ტურნირი იყო, სადაც მან პირველი ადგილისთვის $270.125 დოლარი მიიღო. 

ჩილელმა ნიკ იუნისმა SCOOP-ის მეორე ტურნირი და კარიერაში ყველაზე დიდი საპრიზო თანხა, $95.040 დოლარი მოიგო. მან საუკეთესო შედეგი 216 ენტრანტს შორის, $2.100 დოლარიან ულიმიტო ჰოლდემის შუთაუთ ივენთზე აჩვენა. SCOOP-ის პირველი ივენთი, რომელიც იუნისმა მოიგო, შარშანდელი $2.100 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ტურნირია, სადაც ის $40.950 დოლარის მფლობელი გახდა. 

ჯერჯერობით, SCOOP-ის მიმდინარე სერიების ყველაზე დიდი მოგება, იტალიელ დარიო სამარტინოს ეკუთვნის: $21.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენდა, მან, $718.218 დოლარის მოგება შეძლო. ონლაინ ტურნირებისთვის მსგავსი ანაზღაურება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. დარიო სამარტინოს სატურნირო კარიერა $3 მილიონ დოლარამდე ითვლის. GPI-ის რეიტინგში, ის, 39-ე ადგილზეა. 

რუმები

ქართული უცხოური