ესპანეთში ონლაინ პოკერი კრიზისშია

ესპანეთის აზარტული თამაშების რეგულირების სამსახურის მიერ გაკეთებული დასკვნის მიხედვით, აზარტული თამაშებიდან მიღებული შემოსავალი, 2016 წლის პირველი მეოთხედისთვის, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2016 წლის მიმდინარე პერიოდის შემოსავალი 32.15%-ით აღემატება 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს, რაც €77.42 მილიონიდან €102.32 მილიონ ევრომდე ზრდას ნიშნავს. შესაბამისი ზრდა შეინიშნება მომხმარებლების მიერ გაკეთებულ დეპოზიტებში: 2015 წლის დასაწყისისთვის მოთამაშეთა დეპოზიტების საერთო რაოდენობა €242.09 მილიონ ევროს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლისთვის იგივე მაჩვენებელი €271.17 მილიონ ევრომდეა გაზრდილი, რაც თითქმის 40%-იანი ზრდის ტოლფასია. 

მოთამაშეთა ასეთი ჩართულობის ერთ-ერთი მიზეზი, აზარტული თამაშების ინდუსტრიის ექსპერტების აზრით, თავად ონლაინ კაზინოების მიერ რეკლამაში ჩადებული თანხების ზრდაა: გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წელს სარეკლამო ხარჯების რაოდენობა 46%-ით არის გაზრდილი. 

ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად არის - აზარტული ბიზნესი იზრდება და ფართო მასშტაბებს აღწევს, მაგრამ ასეთი მაჩვენებლების მიუხედავად, ონლაინ პოკერი მძიმე მდგომარეობაშია. 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ონლაინ პოკერიდან მიღებული შემოსავალი 12.03%-ით არის შემცირებული. იმედისმომცემად მხოლოდ ის ფაქტი გამოიყურება, რომ გასული წლის მეოთხე მეოთხედთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველი მეოთხედში დაფიქსირებული ონლაინ პოკერიდან მიღებული შემოსავალი 1.59%-ით გაიზარდა. 

ესპანური ონლაინ პოკერის მთავარი პრობლემა ჩაკეტილი საზღვრებია, რომლის თანახმადაც ესპანელ მოთამაშეებს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ფარგლებში შეუძლიათ თამაში. ბევრი ვარაუდობს, რომ თუ სახელმწიფო რეგულაციები შეიცვლება და პოკერ-რუმების ესპანელ მომხმარებლებს მსოფლიოსთან თამაშის საშუალება მიეცემათ, პოკერი კიდევ უფრო პოპულარული გახდება და მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლებს კაზინოს სხვა სამაგიდო თამაშებს. ესპანური კანონმდებლობა მსგავს შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა - ამისთვის მხოლოდ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამის ნათელ მაგალითად საფრანგეთი შეიძლება ავიღოთ, რომელის აზარტული თამაშების მარეგულირებელმა სამსახურმა სულ ცოტა ხნის წინ გახსნა საზღვრები, რითიც ფრანგ მოთამაშეებს ევროკავშირის ქვეყნებთან თამაშის საშუალება მიეცათ. ამ მხრივ, ესპანეთისთვის, ორი მნიშვნელოვანი პარტნიორი იკვეთება: საფრანგეთი და პორტუგალია, რომელიც შემდეგ თვეში ონლაინ გემბლინგის რეგულირებასა და დიდ ცვლილებებს გეგმავს. 

რუმები

ქართული უცხოური