ბენი გლეიზერის მე-2 სამაჯური; ჩხუბი კაზინოში; ანდრე აკარი ოლიმპიურ თამაშებზე
HighStakesDB-ის ყოფილი კოლონისტი და პოკერის მიმომხილველი ბენი გლეიზერი შესანიშნავ ფორმაშია. მას საოცრად წარმატებული წელი აქვს: 2016 წლის WSOP-ზე, გლეიზერმა, 4 დღის შუალედით, ლიმიტირებული ომაჰა ჰაი-ლოუს ოქროს სამაჯურის მოგება ზედიზედ 2-ჯერ შეძლო. წლევანდელ პირველ ივენთზე, რომელიც გლეიზერმა მოიგო, 933 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. უკანასკნელი $10.000 დოლარიანი ომაჰა ჰაი-ლოუს ტურნირის ფინალურ მაგიდაზე, ამერიკელი პროფესიონალი, ჩიპლიდერის სტატუსით შევიდა. წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ბენი გლეიზერმა ჩიპების უმეტესობა დაკარგა, მაგრამ 3 მასიური ბანკის მოგების შემდეგ კვლავ მოახერხა პირველობის დაბრუნება. 27 წლის მოთამაშემ, ფინალურ ჰედს-აპში, დაგ ლორგირი დაამარცხა. ბენი გლეიზერს უკვე WSOP-ის 3 სამაჯური აქვს მოგებული. უკანასკნელი ტურნირის პირველი ადგილისთვის, მას, $407.194 დოლარი ერგო.
საპიანში, შეერთებული შტატების მიერ კონტროლირებად კუნძულზე, რომელიც წნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, საკმაოდ უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა: 18 ივნისს, ერთ-ერთი კაზინოს სალაროსთან, აუგუსტო ალდანმა $40 დოლარის განაღდება გადაწყვიტა. მოლარე ქალმა, მას, სათამაშო ჩიპების სანაცვლოდ შეცდომით $50 დოლარი დაუბრუნა. როგორც წესი, ანგარიშსწორებისას დაშვებულ შეცდომებზე თავად მოლარეები არიან პასუხისმგებლები, რის გამოც კაზინოსთვის $10 დოლარიანი ზარალის ანაზღაურება სწორედ შეცდომაში შესულ ქალბატონს დაევალა. მეორე დღეს, კაზინოში დაბრუნებულ აუგოსტო ალდანს მოლარე ქალმა წინა დღით მომხდარი ინციდენტის შესახებ მოუყვა და უთხრა, რომ $10 დოლარი უკან დაებრუნებინა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგული თანხის ანაზღაურება მას მოუწევდა. ალდანმა ყველაფერი უარყო, მოთხოვნის გამეორების შემდეგ კი, მან, მოლარე ქალს რამდენჯერმე დაარტყა სახეში. დაკავების შემდეგ, სასამართლომ ბრალდებული თავდებით გაათავისუფლა. პროცესი, რომელზეც განაჩენი უნდა გამოცხადდეს, რამდენიმე კვირაში გაიმართება.
ოლიმპიურმა ცეცხლმა საბერძნეთი 21 აპრილს დატოვა და შვეიცარიის გავლით, რიო დე ჟანეიროში 3 მაისს ჩავიდა. ოლიმპიური თამაშები, ბრაზილიაში 5 აგვისტოს აიღებს სტარტს. სასიხარულოა ფაქტი, რომ პოკერის სამყაროს, წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე, საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება - 'პოკერსტარსის' პროფესინოალთა გუნდის წევრს, Global Poker League-ის გუნდის მენეჯერსა და WSOP-ის ოქროს სამაჯურის მფლობელს, ბრაზილიელ ანდრე აკარის ოლიმპიური ჩირაღდნით მსვლელობაში მონაწილეობის პატივი ხვდა წილად. როგორც USA Today იუწყება, აკარიმ მადლობა გადაუხადა იგორ ტრაფანეს - ადამიანს, რომლის როლიც ბრაზილიური პოკერის პოპულარიზაციაში წარმოუდგენლად დიდია. ამჟამად, ანდრე აკარი ლას ვეგასში, WSOP-ის სერიებს ესწრება. ჯერჯერობით პროფესიონალის წლევანდელი მონაგარი $40.000 დოლარია.