WSOP 2016: ენდრიუ ლიჰტენბერგერის პირველი სამაჯური; ბრენდონ შაქ-ჰარისი ომაჰას ჩემპიონატის გამარჯვებულია
ენდრიუ ლიჰტენბერგერს მხრებიდან დიდი ტვირთის მოხსნის საშუალება მიეცა - 28 წლის ნიუ იორკელმა პროფესიონალმა, თავბრუდამხვევი კარიერის მიუხედავად, WSOP-ის ოქროს სამაჯურის მოგება სწორედ მიმდინარე სერიებზე მოახერხა. ლიჰტენბერგერი, მსოფლიო პოკერის მოყვარულების ყურადღების ცენტრში, პირველად, 2009 წელს მოექცა, როდესაც WSOP-ის მეინ ივენთზე საკმაოდ ღრმად შესვლა, ხოლო $5.000 დოლარიან შუთაუთ ივენთზე მეორე ადგილზე გასვლა შეძლო. მხოლოდ მეინ ივენთის 18-ე ადგილისთვის, მან, $550.000 დოლარი მიიღო.
შემდეგი წლები, ლიჰტენბერგერმა, შთამბეჭდავი რეზიუმეს შედგენას დაუთმო: მთლიანობაში, მისი კარიერა, WSOP-ის 33 ქეშს ითვლის. ლაივ ტურნირებზე კი, მისმა მოგებამ $7.5 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ერთადერთი რამ, რაც მის კარიერას აკლდა, WSOP-ის ოქროს სამაჯურის მოგება იყო. "საოცარი შეგრძნებაა, - ამბობს ენდრიუ ლიჰტენბერგერი, - WSOP-ის ივენთებს 2009 წლიდან ვთამაშობ, მაგრამ ბავშვობიდან, მას შემდეგ რაც კრის მანიმეიკერი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, პოკერის მსოფლიო სერიების გულშემატკივარი და აქტიური მაყურებელი ვარ. ჩემთვის, ეს, უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა."
კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც მიმდინარე სერიებზე გაიბრწყინა, ბრენდონ შაქ-ჰარისია - შერეული თამაშების ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, რომელმაც 2014 წელს მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ორი წლის წინანდელ სერიებზე, შაქ-ჰარისმა, ოქროს სამაჯურის მოგება, $50.000 დოლარიანი Poker Players' Championship-ზე მეორე ადგილის დაკავება და კიდევ ორ ივენთზე მე-3 ადგილის აღება შეძლო. $10.000 დოლარიან სევენ-ქარდ რაზის ივენთზე მე-8 ადგილის აღების მიუხედავად, 2015 წელი, შაქ-ჰარისისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მაგრამ მიმდინარე სერიებზე რამდენიმე მოწინავე პოზიციის დაკავების შემდეგ, ბრენდონ შაქ-ჰარისი $10.000 დოლარიანი პოტ-ლიმიტ ომაჰას გამარჯვებული გახდა, $894.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. "ასეთი ტურნირის მოგება ძალიან სასიამოვნოა, - თქვა გამარჯვების შემდეგ შაქ-ჰარისმა, - მსგავსი ლაინაფის მქონე ტურნირზე, ფინალურ მაგიდამდე მიღწევაც კი ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ ხშირად მიმართლებდა. რამდენიმე დარიგება საკმაოდ უხერხული ქულერით მოვიგე და ბევრ კარგ მოთამაშეს გავუფუჭე სიტუაცია. ფინალურ მაგიდაზე თითქმის გამუდმებით უპოზიციოდ ვთამაშობდი, ამიტომაც საკუთარი თამაშის ახლებურად დაბალანსება მომიხდა."