ტონი ჯი შესაძლოა ბრიტანეთის პარლამენტში ვიხილოთ

ტონი ჯი, პოკერისტის კარიერის განმავლობაში გაკეთებული ხმაურიანი განცხადებებისა და სკანდალური ქმედებების შემდეგ, კვლავაც ახერხებს ყურადღების ცენტრში ყოფნას. ყოფილი მოთამაშე, რომელიც ამჟამად ევროპის პარლამენტში ლიტვას წარმოადგენს, ნაიჯელ ფარაჟის შემცვლელად შეიძლება მოგვევლინოს. ანტანას გუოგა, ცნობილი როგორც ტონი ჯი, "ბრექსითის" დიდი მოწინააღმდეგე იყო. მეორეს მხრივ, გაერთიანებული სამეფოს Independence Party-ის ლიდერი, ნაიჯელ ფარაჟი აქტიურად მოითხოვდა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას. რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე, ლეგენდარულმა მოთამაშემ, ინგლისელ პოლიტიკოსს $100.000 დოლარიანი სანაძლეო შესთავაზა, რაზეც ფარაჟისგან პასუხი არ მიუღია. 

როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ნაიჯელ ფარაჟმა პარტიისა და დიდი პოლიტიკის დატოვება გადაწყვიტა. ტონი ჯის კი კანონმდებლობით UKIP-ში (UK Independence Party) შესვლისა და შესაბამისად ბრიტანეთის პარლამენტში მოხვედრის უფლება აქვს. ვისაც ტონი ჯის თამაში უნახავს, ეცოდინება, რომ უკან დახევა და ფრთხილი გადაწყვეტილებების მიღება მისი სტილი არ არის. აგრესიული მოთამაშე, პოლიტიკაშიც აქტიური ნაბიჯებით გამოირჩევა. "მინდა წერილობით გაცნობოთ პარტიის ლიდერად ჩემი კანდიდატურის წამოყენების შესახებ, - წერია ანტანას გუოგას მიმართვაში, - მე და ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა განვიხილეთ UKIP-ის პირობები და მიზნები. ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც თავს შევიკავებდი აღნიშნულ პოზიციაზე კენჭისყრისგან. იმედი მაქვს, ჩემს მიერ შემოთავაზებულ წინადადებას კეთილ ნებად ჩამითვლით და ჩემს კანდიდატურას განიხილავთ."

მიზეზები, რის გამოც ტონი ჯი საკუთარ თავს UKIP-ის ლიდერად ხედავს, ასე გამოიყურება: "რუმინეთის გამო შემოსავლების შემცირება" - პოკერის მაგიდასთან მიღებული გამოცდილება; "ემიგრაციული სისტემის ცოდნა და მდიდარი გამოცდილება" - გუოგა, რომელიც ლიტვაში დაიბადა, 11 წლიდან ავსტრალიაში ცხოვრობს; "გამარჯვების შემდეგ კარიერის დატოვების უნარი" - ეს სწორედ ნაიჯელ ფარაჟს ეხება, რომელიც "ბრექსითის" ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი იყო, ხოლო მიზნის მიღწევის შემდეგ, მან, რამდენიმე დღეში განაცხადა UKIP-ის დატოვების შესახებ. სიმართლე რომ ითქვას, ტონი ჯის ნახვა ბრიტანულ პარლამენტში ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ პოკერის მოთამაშის ჩვევების შენარჩუნება და აგრესიული გადაწყვეტილებების მიღება, აშკარად დასაფასებელია. 

რუმები

ქართული უცხოური