WSOP 2016: მეინ ივენთზე 80 მოთამაშე დარჩა
რამდენიმე დღის წინ სტარტი აიღო WSOP-ის უკანასკნელმა და მთავარმა ღონისძიებამ - WSOP Main Event-მა, რომლის გამარჯვებულსაც მსოფლიო ჩემპიონის სახელის ტარების უფლება ექნება. ივენთის მესამე დღეს, ე.წ. ბაბლზე ადამ ფურგაჩი გავარდა, რომელსაც 2017 წლის მეინ ივენთზე დასასწრები ადგილი შეხვდა ჯილდოდ. თამაში კი 1.012 მოთამაშემ განაგრძო. "როგორც ერთმა დიდმა პროფესიონალმა თქვა: მეინ ივენთიდან გამოვარდნა, მოთამაშისთვის, ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული დღე არის, - განაცხადა ჟურნალისტებთან ადამ ფარგუჩიმ, - ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია ამხელა ტურნირის დატოვება, მაგრამ იმ გამოცდილებისთვის, რაც ამ დღეებში მივიღე, ეს ყველაფერი ღირდა."
ტურნირის მე-5 დღისთვის კი თამაშს მხოლოდ 80 მოთამაშე აგრძელებს. მე-5 დღემ რამდენიმე დიდი სახელი ჩამოაშორა ღონისძიებას, მათ შორის ყოფილი ჩემპიონი გრეგ რეიმერი და ლეგენდარული ჯონი ჩენი იყვნენ, რომლებმაც 122-ე და 180-ე ადგილები დაიკავეს. დღე ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა ქალბატონებისთვის: გეილ ბაუმანი და მელანი ვაიზნერი $49.108 დოლარის ამარა, ტურნირის გარეთ აღმოჩდნენ. ამით კიდევ ერთხელ გაქრა იმის იმედი, რომ 'ნოემბრის ცხრიანში' ქალი მოთამაშე გამოჩნდებოდა.
თამაშში კიდევ რამდენიმე დიდი სახელია დარჩენილი. ერთ-ერთი მათგანი, 2014 წლის Big One for One Drop-ის გამარჯვებული, დენიელ ქოლმანია, რომელმაც პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სატურნირო თანხა მოიგო. ამ პერიოდისთვის, მთავარი ღონისძიების ჩიპლიდერი ამერიკელი ჯერი ვონგია, 11.555.000 ჩიპით. თამაშში ისევ არიან ჩართულები ტომ მარჩესი (მე-14), ჯარედ ბლეზნიკი (მე-9) და პოლ ვოლპი (მე-13). დარჩენილი 80 მოთამაშე, $80 მილიონიან საპრიზო ფონდს გაიყოფს. პირველ ადგილზე გასულს, $8 მილიონი დოლარი შეხვდება.