WSOP 2016: მეინ ივენთის ფინალური მაგიდა გარკვეულია - კლიფ ჯოზეფი 'ნოემბრის ცხრიანის' სათავეში

2016 წლის WSOP-ის მეინ ივენთი ფინალურ სტადიაში შევიდა, თუმცა, გადამწყვეტ თამაშამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. მთავარი მოვლენის მე-7 დღე 27 მოთამაშით დაიწყო და შუაღამისთვის 9 მოთამაშემდე შემცირდა. მოვლენათა ეპიცენტრში, კლიფ ჯოზეფია - 'ნოემბრის ცხრიანის' ჩიპლიდერი.

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ 2016 წლის 'ნოემბრის ცხრიანიდან' ყველაზე ცნობადი მოთამაშე სწორედ კლიფ ჯოზეფია. JohnnyBax-ის ნიკით ცნობილი მოთამაშე, რომელმაც 2005-2006 წლებში ინტერნეტ თამაშები დაიპყრო, PocketFive-ის რეიტინგში, იგივე პერიოდში, საუკეთესო შედეგით პირველ ადგილს ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. მისმა ონლაინ ტურნირებიდან შემოსულმა მოგებამ $4.1 მილიონ დოლარი შეადგინა, მაგრამ სხვადასხვა საიტებზე ნათამაშები ქეშ-გეიმებიდან მიღებული შემოსავალი ამ დრომდე უცნობია. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ჯოზეფის სხვა ონლაინ გრაინდერებისგან გამოარჩევდა, მისი ასაკი იყო. მოცემულ მომენტში, 51 წლის ჯოზეფი, 'ნოემბრის ცხრიანის' ყველაზე ხანდაზმული მონაწილეა. ონლაინ თამაშების დაპყრობა კი 40 წლის ასაკში შეძლო, 20 წლამდე გრაინდერებსა და 'ტვინგახურებულ' მათემატიკოს გრაინდერებს შორის. 

WSOP-ის მეინ ივენთის არაოფიციალური ფინალური მაგიდა მაშინ იქმნება, როცა ტურნირზე 10 მოთამაშე რჩება. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ორი 5 კაციანი მაგიდის ნაცვლად, ერთი 9 კაციანი მაგიდა ითამაშება, რისთვისაც კიდევ ერთი მოთამაშის გაგდებაა საჭირო. მიმდინარე წლის 'ნოემბრის ცხრიანის' ბაბლზე ჯოშ ვაისი აღმოჩნდა, რომლის ოლინს მაიკლ რუანმა და გორდონ ვაიომ უპასუხეს. სათამაშო ჩიპების ფლობის მიუხედავად, ვაიომ და რუანმა ბორდი შოუდაუნამდე ჩექებით გაიარეს. საბოლოოდ კი, გამარჯვებული რუანი დარჩა, ვაისი კი ტურნირს გარეთ აღმოჩნდა. 

კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს, ვოიტეკ რუზიკაა - PokerStrategy-ის მწვრთნელი. სატურნირო მოგებების თვალსაზრისით, ჩეხეთის მასშტაბით, რუზიკა მე-4 პოზიციაზეა. წარსულში მას უკვე მოგებული აქვს EPT-ის ჰაი როლერი, 313.000 ევროთი პირველი ადგილისთვის. 2011 წლის WCOOP-ის მეინ ივენთზე კი, რუზიკამ მე-2 ადგილის დაკავება და $710.000 დოლარის მოგება შეძლო.  

რუმები

ქართული უცხოური