ფაბიანო კოვალსკი: ბრაზილიური პოკერი აღმავლობის გზაზეა

5 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში, სტარტს აიღებს აიღებს 2016 წლის ოლიმპიური თამაშები, რომელიც 21 აგვისტომდე გაგრძელდება. სპორტის სხვადასხვა სახეობებთან ერთად, 2016 წლის საზაფხულო თამაშებზე, გოლფიც იქნება წარმოდგენილი. თუ ასეთმა სიახლემ იმის იმედი გაგიჩინათ, რომ ოლიმპიურ თამაშებში ოდესმე პოკერიც მოხვდება, თქვენ დიდი ოპტიმისტი ხართ. და თუ მართლაც ასე მოხდა და პოკერის რომელიმე გუნდზე დადება გადაწყვიტეთ, გარწმუნებთ - ბრაზილიის ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. 

თუ PocketFive-ის ლიდერბორდის მონაცემებს დავეყრდნობით, ონლაინ თამაშების მხრივ, პელესა და კარნავალების ქვეყანა პირველ ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ SCOOP-ზე ბრაზილიელებმა არნახულად წარმატებული სეზონი ჩაატარეს და უამრავ მოგებულ ტურნირთან ერთად, ჭარბად დატვირთული ფინალური მაგიდებითაც დაგვამახსოვრეს თავი. 

"ჩვენ საკმაოდ ვიწრო წრე გვაქვს, - ყვება ფაბიანო კოვალსკი, - ჟოაო სიმაო და რაფაელ მორაესი ჩემი ახლო მეგობრები არიან. ისინი ნამდვილ მხეცებად იქცნენ. მათი სახელი უკვე მთელმა მსოფლიომ იცის. ვფიქრობ, თუ ჩვენ პოკერის მიმართ ისეთი მიდგომა გვექნება, როგორიც სხვა გატაცებების მიმართ გვაქვს, ბრაზილია კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდება პოკერის გლობალურ რუკაზე."

ფაბიანო კოვალსკი, PocketFive-ის რეიტინგის მიხედვით, 90-ე ადგილზეა და ბრაზილიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. 2013 წელს, WCOOP-ის მეორე ადგილისთვის, კოვალსკიმ $147.000 დოლარი მიიღო. რა თქმა უნდა, ქეშ-გეიმებზე მისი ხანგრძლივი მოგებები, ბრაზილიური პოკერის ელიტასთან მეგობრობისა და ურთიერთობის დამსახურებაცაა. "2011 წელს, როცა კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, ერთი წელი ვცხოვრობდი ტიაგო კრემასა და ვიტორ მორეირას შორის. ეს მოთამაშეები, დღეს, ონლაინ მაგიდებზე ურთულეს მეტოქეებად ითვლებიან. ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ და ძველი დროის მსგავსად, ხშირად განვიხილავთ პოკერის სტრატეგიებსა და სხვადასხვა ტაქტიკებს."

კოვალსკი და მისი მეგობრები 2016 წლის WSOP-ისაც ესწრებოდნენ, მაგრამ უმეტესად ქეშ-გეიმებით იყვნენ დაკავებულები. მხოლოდ PocketFive-ის მონაცემებით, საიტზე დარეგისტრირებული 4.000 ბრაზილიელი მოთამაშის რამდენიმეთვიანმა მოგებამ $370.000 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც $23 მილიონი უკანასკნელ 3 თვეზე მოდის. "ბრაზილიაში ცხოვრება საკმაოდ სახალისოა, - ამბობს კოვალსკი, - არაჩვეულებრივი ბუნების გარდა, შეხვდები ძალიან მეგობრულ ადამიანებს. ქუჩებში არსებულ დაძაბულობასა და მძიმე სიტუაციაზე, სიმართლე რომ ვთქვა, მედია გადაჭარბებულ ინფორმაციას ავრცელებს. სინამდვილეში, ფინანსური გაჭირვების მიუხედავად, ბრაზილიელები ძალიან მხიარულები არიან. თუ პოკერს თამაშობ და შემოსავალი ამერიკულ დოლარში გაქვს, აქ ცხოვრებას ნამდვილად არაფერი სჯობს."

რუმები

ქართული უცხოური