888poker-მა შესაძლოა William Hill-ის ონლაინ კაზინო იყიდოს
სათამაშო ინდუსტრიაში მოვლენები ისეთივე დრამატულობით იცვლება, როგორიც პოკერის სათამაშო მაგიდას ახასიათებს. სულ რაღაც ერთი წლის წინ სათამაშო ბიზნესის გიგანტი William Hill, 888poker-ში 720 მილიონ ფუნტს იხდიდა. როგორც მაშინ აღმოჩნდა, კომპანიების ხედვები ერთმანეთს ვერ დაემთხვა, რის გამოც გარიგება ჩაიშალა. წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ კი, 888poker-ის აქციების ფასი 18%-ით გაიზარდა.
ერთი წლის შემდეგ სიტუაცია იმდენად შეიცვალა, რომ William Hill საპირისპირო მდგომარეობაში აღმოჩნდა - 888poker ბრიტანული სათამაშო გიგანტის ყიდვას გეგმავს. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ უამრავ კომპანიას, მათ შორის William Hill-ს პრობლემები შეექმნა. გარდა ამისა, უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში კი William Hill-ის აქციების ფასი 30%-ით შემცირდა, ხოლო მოგებამ არნახული ვარდნა განიცადა. სულ ცოტა ხნის წინ კი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმს ჰენდერსონი, თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული. ამ ყველაფრის პარალელურად კი, 888Holdings-ის ბაზარი, აქციების ფასი და საქმიანობის სფერო კიდევ უფრო იზრდებოდა. გასაკვირი არ არის, თუ რატომ მოუნდა 888poker-ის მფლობელ კომპანიას ისტორიული კონკურენტის შესყიდვა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, 888Holdings-ის მსგავი კომპანია, William Hill-ისნაირ გიგანტს ისეთ თანხას ვერ შესთავაზებს, რომელიც ამ უკანასკნელის ძირფესვიან შესყიდვასა და მთლიანად ახალი მფლობელის ხელში გადასვლას უზრუნველყოფს. შესაბამისად - 888Holdings იმაზეც თანახმა იქნება, თუ William Hill-თან ძალების გაერთიანების შესახებ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევს. 888-ის მთავარი სამიზნე ბრიტანული ბრენდების, Grosvenor-ისა და Gala-ს მფლობელი Rank Group არის. კონსორციუმის საერთო ფასი 1.7 მილიარდ ფუნტს შეადგენს - იმაზე გაცილებით ნაკლებს, ვიდრე William Hill-ის ფასი, მაგრამ მსგავსი პარტნიორობის მიღწევის შემთხვევაში, 888poker-ს საშუალება ეძლევა ძველ კონკურენტთან გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს.