ვისზე გავაკეთოთ ფსონი 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე?

სულ რამდენიმე დღეში, 5 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში, 2016 წლის ოლიმპიურ თამაშები დაიწყება. ასეთი მოვლენა, სპორტის გულშემატკივრისთვის, თითქმის ერთთვიანი სანახაობის ტოლფასია, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ათლეტების ნახვაა შესაძლებელი. ტოტალიზატორისა და ბეთინგის მოყვარულისთვის კი ყველაფერი სხვა პერსპექტივიდან ჩანს: ოლიმპიური თამაშები, სპორტის ისეთ სახეობებზე იძლევა ფსონის გაკეთების საშუალებას, რომელიც გემბლერისთვის სპორტის არატრადიციულ სახეობადაც კი ჩაითვლებოდა. პოკერის მსგავსად, სპორტ ბეთინგშიც, ფსონის გაკეთებამდე მოპოვებული ინფორმაცია უდიდეს როლს ასრულებს. გთავაზობთ BookieSmash-ის მიერ შემოთავაზებულ რამდენიმე რჩევას, რომელიც ოლიმპიური თამაშების პოპულარულ სახეობებს მოიცავს.

ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მაყურებელს წლობით ამახსოვრდება, მსუბუქი ათლეტიზმი, კერძოდ - სპრინტია. სირბილის ეს სახოება ყველაზე ახლოს დგას იმ შეჯიბრებებთან, რომელიც ანტიკურ საბერძნეთში იმართებოდა. ის, ფაქტიურად, შეუცვლელი სახით იმართება თანამედროვე ეპოქაში. რა თქმა უნდა, 100 მეტრიან დისტანციაზე, მაყურებლების უმეტესობა ლეგენდარული უსეინ ბოლტის გამარჯვებას ელოდება, ზოგი ჯასტინ გეტლინსაც ქომაგობს და სრულიად ლოგიკურადაც, მაგრამ ღირს თუ არა ასეთი გრანდების გვერდით სხვა ათლეტების გათვალისწინება? როგორც BookieSmash გვირჩევს - ნამდვილად ღირს! ამ მომენტისთვის, უსეინ ბოლტის თანაგუნდელის, იოჰან ბლეიკის შანსები Unibet-ის ტოტალიზატორზე 13/1 შეადგენს. მისია რთულია, ძალიან რთული, მაგრამ არა შეუძლებელი! ასეთი შემოთავაზების დროს, მცირე ინვესტიციის გაკეთება, ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო. 

სიგრძეზე ხტომაში, ტოტალიზატორების ფავორიტი, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული, ბრიტანელი გრეგ რუტერფორდია. წამყვანი ბეთინგ საიტები, სწორედ მას თვლიან ოქროს მედლის მთავარ პრეტენდენტად. Betfred, გრეგ რუტერფორდს 9/4-ს აძლევს, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია ჯეფ ჰენდერსონი, 7/2-ით, რომელზე ფსონის გაკეთებსაც BookieSmash აქტიურად განიხილავს. 

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე, ბრიტანელ ველომრბოლელებზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მარკ კავენდიშს არ გაუმართლა - მისი სახელგანთქმული გუნდი ალექსანდრ ვინუკუროვმა დაჯაბნა, რომელმაც ოქროს მედალი ყაზახეთში წაიღო. როგორც წესი, ბრიტანელები Tour de France-ის ფავორიტები არიან. მართალია, ინგლისელი კრის ფრომი ოქროს მედლის მომავალ მფლობელად მოიაზრება, მაგრამ მისი გამარჯვება დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. Betfred კრის ფრომისთვის 16/1-ს გვთავაზობს, ხოლო ალეჰანდრო ვალვერდესთვის 9/2-ს, რაც აგრეთვე გასათვალისწინებელი ფაქტორია. 

მართალია, ოლიმპიურ თამაშებზე ,ჩოგბურთი, გრანდ სლემის ტურნირებს არ მიეკუთვნება და არც მისი მონაწილეები აღიქვამენ ოლიმპიადას ისე მნიშვნელოვნად, როგორც ATP Tour-ს, რომელზეც სპორტსმენები კარიერულ მიზნებს ისახავენ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, ჩოგბურთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პოპულარული სახეობაა. რა თქმა უნდა, ბეთინგის მოყვარულების მთავარი სამიზნე ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მარი და სერენა უილიამსი იქნებიან. აშკარა ფავორიტების მიუხედავად, ტოტალიზატორის მოყვარულებს ისეთი მოთამაშეების გათვალისწინება მოუწევთ, როგორებიც კეი ნიშიკორი - Paddy Power-ზე 25/1-ით და გარბინე მუგურუზა - BetVictor-ზე 5/1-ით არიან. 

 

რუმები

ქართული უცხოური