პოლონეთში ონლაინ პოკერის შესახებ კანონი მკაცრდება

როგორც გასულ თვეში გახდა ცნობილი, პოლონეთის მინისტრთა საბჭომ ახალი რეგულაციები დააწესა, რომლის მიხედვითაც ინტერნეტის მომხმარებლებს თამაშების გაცილებით ფართო სპექტრზე ექნებათ წვდომა. გარდა ამისა, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, პოკერის ტურნირების გამართვა კაზინოების გარეთაც იქნება შესაძლებელი. თუმცა, სით'ენ'გოუები და ქეშ-გეიმები კვლავინდებურად კაზინოების კედლებში გაიმართება. 

უახლოეს წარსულში, სათამაშო ინდუსტრიის უამრავი ექსპერტისა და ონლაინ გამოცემის ვარაუდები იმის შესახებ, რომ პოლონეთში პოკერის უცხოური ოპერატორები გამოჩნდებოდნენ და მოთამაშეებს კონკურენტულ გარემოს გათვალისწინებით უკეთეს პირობებს შესთავაზებდნენ, არ გამართლდა. როგორც DLA Piper-ის სათამაშო ბიზნესის ექსპერტი, ანა ჩოლკოვსკა აცხადებს, ონლაინ პოკერი, პოლონეთის მასშტაბით, მთლიანად დაექვემდებარება სახელმწიფოსა და მასთან ასოცირებულ ონლაინ ოპერატორებს. მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშების მოყვარულებს გაცილებით მეტ თამაშებზე ექნებათ წვდომა, მათ შორის კაზინოს სამაგიდო თამაშებსა და ვიდეო სლოტებზე, ყველაფერი სახელმწიფოსთან არსებული ოპერატორის ხელში იქნება. ამ ყველაფერს ქვეყნის ხელმძღვანელობა იმით ხსნის, რომ სლოტების ტიპის თამაშები ადამიანებს განსაკუთრებულად დამოკიდებულს ხდის. 

ონლაინ გაზეთების აზრით, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ტიპის ჩარევა ხელს შეუწყობს არარეგულირებული ბაზრის გააქტიურებას და არალეგალური პოკერის ოპერატორების გამოჩენას. პოლონეთის მთავრობას პასუხი ამ პრობლემაზეც მოეპოვება: 2017 წლის პირველი იანვრიდან, როცა ახალი რეგულაცია ძალაში შევა, პოლონური ინტერნეტ პროვაიდერები ვალდებულები იქნებიან ნებისმიერი უცხოური ონლაინ ოპერატორის აიპი მისამართი დაბლოკონ. "ვერანაირ გამართლებას და ახსნას ვერ ვუძებნი მსგავსი კანონის მიღებას. ასეთი მკაცრი პოლიტიკა მხოლოდ იმითაა გამართლებული, რომ სახელმწიფო მომხმარებლებს იცავს. ეს ყველაფერი კი, სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი იქნება. სავარაუდოდ, ასეთ გადაწყვეტილებას ევროკომისიაც ეჭვქვეშ დააყენებს" - ამბობს ანა ჩოლკოვსკა. 

რუმები

ქართული უცხოური