დოილ ბრანსონი ყაჩაღობას გადაურჩა

პარასკევს, დოილ ბრანსონის გულშემატკივრებმა, პოკერის ლეგენდის 'ტვიტერის' გვერდიდან საკმაოდ უცნაური და შემაშფოთებელი სიახლე მიიღეს: ბრანსონი ცუდად დაგეგმილი ყაჩაღობის მსხვერპლი უნდა გამხდარიყო, თუმცა მძარცველს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და ისიც ბრანსონის მეზობელ სახლს ესტუმრა, საიდანც მხოლოდ $500 დოლარის წაღება მოახერხა. 

როგორც ცნობილია, დოილ ბრანსონი იარაღის ტარების უფლებით სარგებლობს ამერიკის იმ შტატებში, სადაც იარაღით საზოგადოებრივ ადგილებში გადაადგილება ნებადართულია. ამის შესახებ ბრანსონი 'ტვიტერის' გვერდზეც წერს და პოტენციურ კრიმინალებს წინასწარ აფრთხილებს მოსალოდნელი გართულებების შესახებ. 

დოილ ბრანსონი წარსულში უკვე 5-ჯერ გახდა ყაჩაღობის მსხვერპლი. 1998 წელს, შეიარაღებული ყაჩაღები მის ლას ვეგასის სახლში შეიჭრნენ და $4.000 დოლარისა და $80.000 დოლარის ღირებულების კაზინოს ჩიპების წაღება მოახერხეს, რომელსაც ბრანსონი დაგეგმილი ქეშ-გეიმისთვის ინახავდა. 

უნდა ითქვას, რომ დოილ ბრანსონი წარმოუდგენლად იღბლიანი ადამიანია: მან ჯერ სიმსივნე დაამარცხა, რაც ექიმებმა ვერაფრით ვერ ახსნეს, შემდეგ არნახულად წარმატებული მოთამაშის კარიერა, რაც იმ პერიოდის ამერიკაში ურთულეს საქმეს წარმოადგენდა, უამრავი რისკითა და დაბრკოლებით, ხოლო რამდენიმე დღის წინ წინასწარგანზრახული ყაჩაღობა აიცილა თავიდან. WSOP-ის 10 ოქროს სამაჯურის მფლობელი, 83 წლის ასაკში, კაზინო 'ბელაჯიოში', დღემდე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქეშ-გეიმებშია ჩართული.

რუმები

ქართული უცხოური