დენიელ ნეგრანუს ახალი პოდკასტი; ჯეისონ კუნი $1 მილიონ დოლარს იგებს

დენიელ ნეგრანუმ, საკუთარი 'ტვიტერის' გვერდზე, პოკერის გულშემატკივრებს, ახალი პოდკასტის ჩაწერის შესახებ აუწყა. აუდიო პოდკასტის რედაქტორი, რომელიც პოკერის სამყაროში სავარაუდოდ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აუდიო შოუდ იქცევა, თავად ნეგრანუა. გადაცემებიც მის ბინაში იწერება, მის მიერ მოწვეულ სტუმრებთან. პოდკასტის მოსმენა fullcontactpoker.com-ზეა შესაძლებელი. 

გადაცემის პირველი სტუმარი, დენიელ ნეგრანუს დიდი ხნის მეგობარი, მისი ბიზნეს აგენტი, ბრაიან ბოლსბოგი იყო. კანადელმა მოთამაშემ და მისმა მეგობარმა პოკერის თანამედროვე გარემო და ის პირობები განიხილეს, რომელშიც პროფესიონალ მოთამაშეებს თავის გადარჩენა უწევთ. საუბარი სპონსორებსა და თამაშის გარეთ მიღებულ ფიქსირებულ შემოსავალს შეეხო. თუ გაინტერესებთ როგორი იყო პროფესიონალი მოთამაშეების სპონსორებისა და დამქირავებლების დამოკიდებულება თამაშის ამომავალი ვარსკვლავებისადმი 10-15 წლის წინ და როგორ შეიცვალა ის უკანასკნელ წლებში, რა სირთულეებს აწყდებიან პროფესიონალი მოთამაშეები, როგორია მათი შემოსავლები და რით ცხოვრობენ დაუნსვინგების პერიოდში, მაშინ პოდკასტი სწორედ თქვენთვისაა. 

უკვე მეორე წელია, რაც Poker Night in America-ს ფარგლებში Seminole Hard Rock Poker Open Championship იმართება. წლევანდელი ტურნირის ბაი-ინი $5.250 დოლარს შეადგენდა. მოთამაშეების რაოდენობამ მოსალოდნელს ბევრად გადააჭარბა, რამაც საპრიზო ფონდის $750.000 დოლარით გაზრდა გამოიწვია. ტურნირის 853 მონაწილეს შორის, საუკეთესო, ჯეისონ კუნი აღმოჩნდა, რომელმაც რთული ფინალური მაგიდის გამოვლის შემდეგ, დიდი ხნის მეგობარი, სეთ დევისი დაამარცხა და ტიტულთან ერთად $1.000.000 დოლარი მოიგო. 

ვირჯინიის შტატის მკვიდრისთვის, რომელიც რამდენიმე წელია პროფესიონალურ პოკერშია ჩართული, ასეთი თანხისა და მსგავსი მასშტაბის ტურნირის მოგება კარიერაში დიდი ნახტომია: "ფანტასტიური შეგრძნებაა, - ამბობს კუნი, - ტიტულთან და ფულთან ერთად, ეს დღე იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ფინალურ ჰედს-აპზე ჩემს ძველ მეგობართან ერთად აღმოვჩნდი. როცა რთული დღეები დამიდგება და ხანგრძლივ დაუნსვინგზე ვიქნები, დასამშვიდებლად სწორედ ამ მოგებას გავიხსენებ."

ჯეისონ კუნმა, მიმდინარე წელს, უკვე მოახერხა კაზინო "ბელაჯიოში" $25.000 დოლარიანი სუპერ ჰაი როლერის მოგება, ნახევარი მილიონი დოლარით პირველი ადგილისთვის. მისი სატურნირო კარიერა $5 მილიონ დოლარზე მეტს ითვლის, რაც HandonMob-ის მონაცემებით, მსოფლიოში 197-ე შედეგია.

 

რუმები

ქართული უცხოური