დაგ პოლკი $100 დოლარიანი ბანკროლით $10.000-ის მოგებას გეგმავს

ერთი კვირის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშემ, დაგ პოლკმა ახალი 'ჩელენჯი' გამოაცხადა: $100 დოლარით $10.000-იანი ან უფრო დიდი ბანკროლის აშენება. პოლკი იმ მოთამაშეებს მიეკუთვნება, რომლებსაც მსგავსი უცნაური გამოწვევები იზიდავთ. ერთი წლის წინ, მან და მისმა რამდენიმე მეგობარმა, ციფრული მეცნიერებების მკვლევარების მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი დაამარცხეს. ამჯერად, პოლკი სრულიად მარტოა. 

დაგ პოლკის ასეთი 'ახირებისთვის' თვალყურის დევნება განსაკუთრებით იმიტომაა საინტერესო და სასიამოვნოც კი, რომ ცოტა ხნით, ის, ჩვეულებრივ რიგით მოთამაშეს დაემსგავსება, რომელიც $100 დოლარიანი საწყისი კაპიტალით დიდი სათამაშო ფინანსების დაგროვებას ცდილობს. პოკერის გულშემატკივრებსა და მოყვარულებს, მართალია მცირე ხნით, მაგრამ შანსი ეძლევათ საკუთარი თავი გააიგივონ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშესთან და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები დეტალურად გაითვალისწინონ. 

ემპათიის გარდა, პოლკის $100 დოლარიანი 'ჩელეჯნი' იმითაც იქნება გამორჩეული, რომ მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, სასოწარკვეთილ პოკერის მოთამაშეებს ბანქოს იმედი დაუბრუნდებათ. მსოფლიოს ტოპ რეგულარები აქტიურად ლაპარაკობენ ე.წ. 'პოკერის ბუმის' დღეების გასვლისა და რთული პერიოდის დადგომის შესახებ. მართალია საქართველოში 'პოკერის ბუმი' შედარებით გვიან, კრის მანიმეიკერის გამარჯვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო, მაგრამ აშკარაა, რომ საწყის ეტაპთან შედარებით თამაშის დონემ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რამაც ფულის მოგება უფრო გაართულა. სხვანაირად რომ ვთქვათ, რამდენიმე წლის წინ ე.წ. 'თევზების' რაოდენობა გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ეს დღესაა. პოლკი კი სწორედ ამ გავრცელებული მოსაზრების დამსხვრევასა და იმის ჩვენებას ცდილობს, რომ ფულის მოგება, თუნდაც უმცირესი ბანკროლით, დღესაცაა შესაძლებელი. 

პოლკის თამაშის მიმართ განსაკუთრულ ინტერესს ბანკროლ მენეჯმენტისადმი მისი კონსერვატული დამოკიდებულება იწვევს: პოლკი ქეშ-გეიმებისთვის 30-40 ბაი-ინისა და ტურნირებისათვის 50-100 ბაი-ინის გამოყენებას ცდილობს. ის ისეთ მიკრო ლიმიტებზე თამაშობს, როგორიცაა $1 დოლარიანი ეს'ენ'ჯი და MTT ტურნირები. 

 

რუმები

ქართული უცხოური