Aussie Millions-ის სერია PokerStars-ს გამოეყო

Aussie Millions - პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული, მასშტაბური და ცნობილი ტურნირებისა და ქეშ-გეიმების ფესტივალი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში 'პოკერსტარსის' ლაივ ტურნირების სერიასთან ასოცირდებოდა, მომავალი წლიდან, დამოუკიდებლად განაგრძობს ფუნქციონირებას. 

სავარაუდოდ, ასეთი გრანდიოზული ცვლილებები, თავად 'პოკერსტარსის' მხრიდანაა ინიცირებული - კომპანიამ უკვე გააუქმა კონტრაქტი EPT-ისთან, რომელიც ევროპული ტურის შემდეგი სეზონიდან შევა ძალაში. ამასთანავე, PokerStars-მა ხელშეკრულებები გაწყვიტა ტურნირების ისეთ სერიებთან, როგორებიცაა LAPT, APPT და სხვა. მსგავსი ნაბიჯები PokerStars-ის რებრენდინგით აიხსნება: კომპანია ცდილობს ლაივ ტურნირების დახმარებით, საკუთარი სახელი კიდევ უფრო ფართო მასებში გაიტანოს. ამისთვის კი პოკერის ავსტრალიური ფესტივალის სახელწოდება სრულიად შეუსაბამო იყო, მაგრამ რამდენადაც Aussie Millions-ის ფესტივალი უკვე თითქმის ორ ათწლეულს ითვლის, მისი სახელის შეცვლა წარმოუდგენელი ამოცანაა ისეთი გიგანტისთვისაც კი, როგორიც 'პოკერსტარსია'.

Aussie Millions და Crown Melbourne კაზინო, უკვე მრავალი წელია, რაც 'პოკერსტარსთან' თანამშრომლობს, მაგრამ მიმდინარე წლის Asia-Pacific Poker Tour-ის (APPT) დასრულების შემდეგ, მათი გზები გაიყოფა. 

როგორც Crown Melbourne-ის პოკერის ტურნირების მენეჯერი, ჯოელ უილიამსი აცხადებს, მომავალი წლიდან ტურნირებისა და ქეშ-გეიმების ლეგენდარული სერია სრულიად დამოუკიდებლად იქნება წარმოდგენილი. ის მადლობას უხდის APPT-ის მენეჯმენტსა და გუნდის წევრებს, გასულ წლებში წარმატებული თანამშრომლობისთვის და იმედს გამოთქვას, ახალი პარტნიორების გამოჩენისა და ფესტივალის კიდევ უფრო გაფართოების შესახებ. 

 

რუმები

ქართული უცხოური