Poker Hall Of Fame-ის გარშემო დაძაბულობა იზრდება

2016 წლის პოკერის დიდების დარბაზის ნომინანტების შესახებ, დენიელ ნეგრანუს მიერ გამოქვეყნებულ ბლოგს, ინტერნეტ სივრცეში, დიდი ხმაური და აჟიოტაჟი მოჰყვა. კანადელი სუპერვარსკვლავის აზრით, წლევანდელი ნომინანტებიდან, პოკერის დიდების დარბაზის კრიტერიუმს, მხოლოდ ოთხი პერსონა აკმაყოფილებს: კარლოს მორტენსენი, დევიდ Devilfish ულიოტი, კრის ბიორინი და ტოდ ბრანსონი. 'პოკერის ბუმის' გამომწვევი კრის მანიმეიკერისა და ტურნირების დირექტორის, მეტ სევიჯის ნაცვლად, ნეგრანუ, ჰაკ სიდსა და დევიდ ოპენჰაიმს ხედავს. 

"თუ ხმის მიცემის საშუალება გაქვს და რომელიმე კანდიდატს ეწინააღმდეგები, ამის შესახებ ხმამაღლა უნდა განაცხადო, - წერს ნეგრანუ, - აუცილებელია იმ კრიტერიუმების ზედმიწევნით დაცვა, რომელიც პოკერის დიდების დარბაზში პერსონის ასარჩევად წესდება. ეს არ არის შეჯიბრი პოპულარობასა და რომელიმე კონკრეტული მოთამაშის მიმართ საკუთარი სიმპათიების შესახებ. არჩეული ნომინანტი, მხოლოდ დადგენილი კრიტერიუმებით უნდა ფასდებოდეს: მოთამაშე - მისი წარმატების მიხედვით, სათამაშო ინდუსტრიაში მოღვაწე კი - მისი საქმით. თუ კრის მანიმეიკერს იმის გამო მოვიწონებთ, რომ მრავალი წლის განმავლობაში ის პოკერის ერთგული ქომაგი და პრომოუტერი იყო, არასწორი იქნება. კრის მანიმეიკერი მოთამაშეა და ის საკუთარი კარიერით უნდა შეფასდეს."

მაქს პესკატორი, რომელიც ასევეა დასახელებული 2016 წლის პოკერის დიდების დარბაზის ნომინანტთა შორის, დენიელ ნეგრანუსთან, 'ტვიტერის' გვერდზე, ვრცელ პოლემიკაში შევიდა, რომელიც მალე ინტერნეტ დრამად გადაიქცა. მიუხედავად მკაცრი აზრისა, რომელიც კანადელმა მოთამაშემ გამოთქვა, მას მხარი ისეთმა მოთამაშეებმა გაუმაგრეს, როგორებიც ერიკ საიდელი და ფილ ჰელმუტი არიან. თავად დენიელ ნეგრანუ, პოკერის დიდების დარბაზში, 2014 წელს შევიდა. 

რუმები

ქართული უცხოური