კრის მორმანი ახალ წიგნს უშვებს; ფაბრიციო გონსალესის მე-4 COOP ტიტული

როგორც D&B Poker Publishing იუწყება, ონლაინ პოკერის ლეგენდა, კრის მორმანი რიგით მე-2 წიგნს უშვებს. წიგნის პრეზენტაცია 2017 წლის ივლისში იგეგმება და მასში შესული იქნება მორმანის მიერ ნათამაშები მნიშვნელოვანი დარიგებები, პროფესიონალი მოთამაშის კარიერის ნათელი და რთული დღეები და უამრავი სხვა საინტერესო ფაქტი. კრის მორმანის ონლაინ და ლაივ ტურნირების კარიერა $17 მილიონი დოლარის მოგებას ითვლის. მან 27-ჯერ მოახერხა WSOP-ის ივენთებზე ფულში შესვლა, WPT-ისა და EPT-ის თითო-თითო ტიტულის მოგების გარდა კი, მორმანი, ბრიტანული Poker Awards-ის გამარჯვებული, საუკეთესო ონლაინ მოთამაშის კატეგორიაში, 5 წლის განმავლობაში ზედიზედ გახდა (2010-2015 წწ). მორმანის გარდა, რომელიც საკუთარი მნიშვნელოვანი დარიგებების ანალიზს გვთავაზობს, წიგნში, დენიელ ნეგრანუს, ლივ ბურესა და ფედორ ჰოლცის მიერ გაკეთებული ანალიზის ნახვაცაა შესაძლებელი. 

მიუხედავად იმისა, რომ 2-7 ტრიპლ დროუ პოკერის ნაკლებად პოპულარული სახეობაა, WCOOP-ის მიმდინარე ჩემპიონატზე, აღნიშნული სახეობის $1.050 დოლარიანმა ივენთმა 121 მოთამაშის შეკრება შეძლო და საბოლოოდ, ივენთის საპრიზო ფონდმა $144.000 დოლარი შეადგინა (23 რე-ბაის გათვალისწინებით). ტურნირზე რამდენიმე დიდი სახელის ნახვაც იყო შესაძლებელი: 2016 წლის WSOP-ის წლის მოთამაშე ჯეისონ მერსიერი, COOP-ის რამდენიმე ტიტულის მფლობელი მაიკ ლია და COOP-ის სამგზის გამარჯვებული ჯეიმს ობსტი. სამწუხაროდ, ფინალურ ექვსეულში შესვლა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა. 

ექვსეულის მოთამაშეების კარიერის გათვალისწინებით, ფინალურ მაგიდაზე COOP-ის 19 ტიტულის დათვალა იქნებოდა შესაძლებელი, საიდანაც 9 შონ დიბს, ხოლო 3 ურუგვაელ ფაბრიციო გონსალესს ეკუთვნოდა. გონსალესმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ბულგარელი მოთამაშე, ნიკით droseff დაამარცხა და $30.981 დოლართან ერთად, COOP-ის მე-4 ტიტულის მფლობელი გახდა. 

 

თეგები
პოკერი WCOOP COOP

რუმები

ქართული უცხოური