დოილ ბრანსონი ვანესა სელბსტს უპირისპირდება

პოკერის ცოცხალი ლეგენდა, დოილ ბრანსონი, რომელსაც 83 წელი შეუსრულდა, კვლავ მსოფლიოს უდიდეს ქეშ-გეიმებშია ჩართული. ამის მიუხედავად, WSOP-ის 10 სამაჯურის მფლობელი 'ტვიტერისთვისაც' იტოვებს დროს და აქტიურ დებატებში ხშირად ერთვება. ამჯერად, ბრანსონის მეტოქე PokerStars-ის ერთ-ერთი ცნობილი სახე, ვანესა სელბსტი აღმოჩნდა, რომელმაც ბრანსონის მოსაზრება, ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატზე, ჰილარი კლინტონზე, საჯაროდ გააკრიტიკა. 

ბრანსონის აზრით, ჰილარი კლინტონს, საარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპზე ნაკლები ტყუილი არ უთქვამს და ამისთვის მან მტკიცებულების გამოქვეყნება გადაწყვიტა. "თქვენ ისეთივე უზრდელი და მატყუარა ხართ, როგორც მასის უდიდესი ნაწილი. გამუდმებით ამტკიცებთ ერთსა და იგივეს, ამ დროს კი რეალურ ფაქტებსა და მტკიცებულებებს უარყოფთ" - უპასუხა ბრანსონის კომენტარს ვანესა სელბსტმა. 

"არ ვიცი, ხარ თუ არა ჩემი 'ფოლოუერი', მაგრამ თუ ხარ, შეგიძლია ამომშალო" - პოკერის ნათლია ნამდვილად არ გასცდენია ეთიკის საზღვრებს. პოკერის ლეგენდის ასეთი შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა, მძიმე შედეგების მომტანი იქნება. დოილ ბრანსონი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ხალხისთვის საყვარელ მოთამაშედ ითვლება. სელბსტი კი, რომელიც PokerStars-ის სახეს წარმოადგენს და რუმის პოპულარიზაციაზე ზრუნავს, ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის შეურაცხყოფისთვის, სავარაუდოდ, რეალური უფროსებისგანაც მიიღებს მძიმე შენიშვნას.

რუმები

ქართული უცხოური