სიტუაცია Global Poker League-ზე

უკვე მე-9 კვირაა, რაც მსოფლიო პოკერის ერთ-ერთი უახლესი ღონისძიება, Global Poker League (GPL) მიმდინარეობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროექტმა გაამართლა - შოუს ფორმატმა, რეიტინგებმა და თავად პოკერის თამაშმა, სულ უფრო და უფრო მეტ მაყურებელი და გულშემატკივარი მოიზიდა. 

ამერიკის კონფერენციაში, ყველაზე მეტი ქულის დაგროვება New York Rounders-მა შეძლო. უფრო მეტად თუ ჩავეძიებით, გუნდის წარმატების მთავარი მიზეზი 2016 წლის WSOP-ის ყველაზე ხმაურიანი მოთამაშე, ჯეისონ მერსიერი იყო, რომელმაც ორ 6-მაქს თამაშზე პირველი და მეორე ადგილების მოპოვება შეძლო. ის მხოლოდ მარია ჰოსთან დამარცხდა. ჰედს-აპის რაუნდისთვის, ბაირონ კავერმანის წინააღმდეგ, ტომ მარჩესი შეირჩა. სწორედ კავერმანს გადაუსწრო მერსიერმა 6-მაქს თამაშებში. ამჯერად, San Paulo Metropolitans-მა ნიუ იორკელების დამარცხება 2-1 მოახერხეს. კვირის ყველაზე წარუმატებელი გუნდი, ამერიკის კონფერენციაში, Las Vegas Moneymakers იყო, რომელიც San Francisco Rush-ს 13 ქულით ჩამორჩება. 

ევრაზიის კონფერენციაში კი Moscow Wolverines კვლავ განაგრძობს დომინირებას. გუნდმა, London Royals-ის 13 ქულიან შედეგს, ერთი ქულით აჯობა და პირველი ადგილის შენარჩუნება მოახერხა. მოსკოველმა იგორ იაროშევსკიმ მე-2 და მე-3 ადგილების დაკავება შეძლო, რამაც გუნდს დამატებითი ქულები მისცა. ანატოლი ფილატოვმა კი, Paris Aviators-ის ჯორჯ დენზერი, ჰედს-აპ შეხვედრაში, 2-1 დაამარცხა და მოსკოველები კიდევ უფრო წინ გაიყვანა. მე-9 კვირის მიწურულს, GPL-ის რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

ამერიკის კონფერენცია

ადგილიგუნდიმოგება
1Montreal Nationals 16
2L.A. Sunset15
3Sao Paulo Metropolitans10
4New York Rounders10
5San Francisco Rush11
6Las Vegas Moneymakers9

 

ევრაზიის კონფერენცია

ადგილიგუნდიმოგება
1Moscow Wolverines12
2London Royals12
3Hong Kong Stars8
4Paris Aviators10
5Rome Emperors8
6Berlin Bears7

 

რუმები

ქართული უცხოური