ნეგრანუ, გილიჰი და ვინთერი WCOOP-ის ტურნირებს იგებენ

2016 წლის World Championship Of Online Poker-ის (WCOOP) მეინ ივენთის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე საათი დარჩა. მეინ ივენთამდე დარჩენილი დრო კი, დენიელ ნეგრანუმ და შონ ვინთერმა ნაყოფიერად გამოიყენეს და WCOOP-ის თითო-თითო ტიტული მოიგეს. 

ერთი დღით ადრე, დენიელ ნეგრანუმ, PokerStars-ის შერეული თამაშების ქეშ-გეიმზე, მძიმე ფინანსური დანაკლისი განიცადა. თუმცა, მეორე დღეს, ისევ შერეულმა თამაშებმა იხსნეს, როდესაც კანადელმა სუპერვარსკვლავმა $2.100 დოლარიანი H.O.R.S.E. ივენთის ფინალურ ჰედს-აპზე ვიქტორ Isildur1 ბლომი დაამარცხა. პირველი ადგილისთვის, ნეგრანუმ, $61.000 დოლარი მიიღო. როგორც 'ტვიტერზე' ნეგრანუ წერდა, მან WCOOP-ის მხოლოდ ერთი ივენთი ითამაშა და მოიგო კიდეც. ნეგრანუსა და ვიქტორ ბლომის გარდა, ფინალურ მაგიდაზე მაიკ ლეა და კონორ დრინანიც თამაშობდნენ, რომლებმაც მე-5 და მე-7 ადგილების მოპოვება შეძლეს. 

დღე ასევე წარმატებული აღმოჩნდა რუმინელი ჰაი სტეიკს რეგულარისთვის. შონ ვინთერმა WCOOP-ის $2.100 დოლარიან 66-ე ივენთზე, 1000-მდე მოთამაშეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და $228.933 დოლარის მოგება შეძლო. ჰაი სტეიკს მოთამაშეებს ბევრად გაუსწრო ბრიტანელმა ლუდოვიკ გილიჰმა, რომელმაც WCOOP-ის ისტორიაში პირველი $21.000 დოლარიანი პოტ-ლიმიტ ომაჰას ივენთის მოგება შეძლო, $460.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. გილიჰმა, ფინალურ მაგიდაზე, ისეთი მოთამაშეების დამარცხება შეძლო, როგორებიც ჯენს კილონენი, კონორ დრინანი და დენი შტერნი არიან. კილონენი მე-3-ზე, შტერნი მე-4-ზე, ხოლო დრინანი მე-5 ადგილებზე გავიდნენ. 

რუმები

ქართული უცხოური