მსოფლიოს უმდიდრესი "მოყვარული" მოთამაშეები
სულ რამდენიმე დღეში, Monte-Carlo Casino მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ტურნირს - One Drop Extravaganza-ს უმასპინძლებს, რომლის ბაი-ინი 1.000.000 ევროს შეადგენს. ტურნირის ორგანიზატორი კანადელი მულტიმილიარდერი ბიზნესმენი და ქველმოქმედი, გი ლალიბერტეა, რომელმაც One Drop-ის საქველმოქმედო ფონდი დააარსა.
One Drop-ის პირველი $1.000.000 დოლარიანი ტურნირი 2012 წელს ჩატარდა, მეორე კი - 2014-ში. ორივე ტურნირმა საერთაშორისო პოკერის უდიდესი სახელები მოიზიდა და ორივე ტურნირის გამარჯვებულიც, შესაბამისად, პროფესიონალი მოთამაშე აღმოჩნდა. წლევანდელი One Drop კი განსხვავებული ფორმატით ტარდება, რომელიც მხოლოდ არაპროფესიონალი, 'მოყვარული' მოთამაშეების დასწრებას ითვალისწინებს. პოკერის პროფესიონალი და მოყვარული მოთამაშის დეფინიცია საკმაოდ რთული დასახასიათებელი შეიძლება აღმოჩნდეს - ზოგიერთისთვის პროფესიონალი მოთამაშეების კატეგორიას ის პირები მიეკუთვნებიან, ვისაც სპეციალური თეორიული მომზადება აქვს მიღებული, ვისაც, კარტებთან ურთიერთობით, საზოგადოებისთვის გარკვეული სარგებელი მოაქვს და ვინც ფართო მასებისთვის სწორედ პოკერის მოთამაშის სახელითაა ცნობილი. მარტივად რომ ვთქვათ, პროფესიონალი მოთამაშე ისაა, ვინც თავის ყოველდღიურ საარსებო ლუკმა-პურს პოკერით მოიპოვებს.
მიუხედავად იმისა, რომ პოკერის პროფესიონალ მოთამაშეს საკმაოდ რთული განსაზღვრება აქვს, და შესაბამისად რთულია იმის წინასწარმეტყველება, თუ ვისი დაშვება შეიძლება One Drop-ის ტურნირზე - საბოლოო სიტყვა მაინც ტურნირის ორგანიზატორსა და დამფუძნებელ, გი ლალიბერტეს ეკუთვნის. წლევანდელ One Drop-ზე რამდენიმე ისეთი 'მოყვარული' მოთამაშეც იღებს მონაწილეობას, რომლებიც, მართალია რეგულარულად არ თამაშობენ, მაგრამ დიდ ტურნირებს არასდროს აკლდებიან. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ცნობილი 'დამწყები' მოთამაშე, რომელთათვისაც პოკერი პირველად საქმიანობად არ ითვლება, მაგრამ ამის მიუხედავად პოკერის დახმარებით საკმაოდ სოლიდური თანხები აქვთ გამომუშავებული.
დენ შაკი | მოყვარული მოთამაშე | |
მოგება ლაივ ტურნირებზე | $8.638.844 | |
მსოფლიო რეიტინგი | 60 | |
საუკეთესო შედეგი | მე-2 ადგილი ($1.178.980) PCA 2014 Super High Roller | |
ქვეყანა | აშშ | |
პროფესია | ტრეიდერი |
სტენლი ჩოი | მოყვარული მოთამაშე | |
მოგება ლაივ ტურნირებზე | $7.104.152 | |
მსოფლიო რეიტინგი | 82 | |
საუკეთესო შედეგი | 1-ლი ადგილი ($6.465.574) 2012 Macau High Stakes High Roller | |
ქვეყანა | ჩინეთი | |
პროფესია | YunFeng Capital-ის დამფუძნებელი |
კერი კატზი | მოყვარული მოთამაშე | |
მოგება ლაივ ტურნირებზე | $7.114.113 | |
მსოფლიო რეიტინგი | 83 | |
საუკეთესო შედეგი | 8-ე ადგილი ($1.306.667) 2014 One Drop WSOP | |
ქვეყანა | აშშ | |
პროფესია | Poker Central-ის დამფუძნებელი |
რიჩარდ იონგი | მოყვარული მოთამაშე | |
მოგება ლაივ ტურნირებზე | $5.973.913 | |
მსოფლიო რეიტინგი | 114 | |
საუკეთესო შედეგი | 1-ლი ადგილი ($1.477.560) Aussie Millions $100.000 Challenge | |
ქვეყანა | მალაიზია | |
პროფესია | ბიზნესმენი; აზარტული თამაშების ინდუსტრია |
დევიდ აინჰორნი | მოყვარული მოთამაშე | |
მოგება ლაივ ტურნირებზე | $5.152.836 | |
მსოფლიო რეიტინგი | 150 | |
საუკეთესო შედეგი | მე-3 ადგილი ($4.352.000) 2012 One Drop (WSOP) | |
ქვეყანა | აშშ | |
პროფესია | Greenlight Capital-ის დამფუძნებელი |
ტონი ჯი | მოყვარული მოთამაშე | |
მოგება ლაივ ტურნირებზე | $4.826.341 | |
მსოფლიო რეიტინგი | 166 | |
საუკეთესო შედეგი | მე-3 ადგილი ($552.239) $25.000 High Roller EPT 2009 | |
ქვეყანა | ლიტვა, ავსტრალია | |
პროფესია | ევროპარლამენტის წევრი; ბიზნესმენი |